USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
შოთა ბერეკაშვილი Eagle Hills-ის პროექტზე: აღნიშნული ინვესტიციები ემსახურება იმას, რომ ათასობით ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნას
дата:  64

ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გვაქვს 10 000 დოლარი, მაგრამ თუ შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში შევძლებთ აღნიშნული ზრდის შენარჩუნებას, რეალისტური არის, რომ შემდეგი 3 წლის განმავლობაში მივაღწიოთ ერთ სულ მოსახლეზე 14 000 დოლარის ოდენობის შემოსავალს, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, Eagle Hills-ის ინვესტიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა.

„სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული ინვესტიციები. ასევე ემსახურება იმას, რომ ათასობით ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნას. მეტი შემოსავლები ჩვენს მოქალაქეებს და მეტი შემოსავალი სახელმწიფოს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა Emaar ჯგუფის და Eagle Hills-ის დამფუძნებელზე მოჰამედ ალაბარზე და მის მიერ დუბაიში განხორციელებულ ინვესტიციებზეც.

„2005 წელს ვიზიტორთა რაოდენობა დუბაიში შეადგენდა დაახლოებით 7 მილიონ ვიზიტორს, განვითარების იმ ეტაპზე იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ახლა. ბოლო 20-24 წლის მაჩვენებელი რომ აიღო, ტურისტთა ნაკადი 3-ჯერ გაიზარდა დუბაის შემთხვევაში, თუმცა შემოსავლები გაიზარდა 10-ჯერ. თუკი წელს ჩვენ ტურიზმიდან შემოსავლებს ველოდებით დაახლოებით 4,5 მილიარდის მოცულობით, ჩვენი მოლოდინი არის, რომ შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში აღნიშნული პროექტების რეალიზაციით 3-ჯერ მაინც გაიზრდება“, - განმარტა შოთა ბერეკაშვილმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати