USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
შოთა ბაჩოშვილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია
თარიღი:  554
შოთა ბაჩოშვილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია
ქართველი ძიუდოისტი შოთა ბაჩოშვილი სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონია.
-50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ბელგიის წარმომადგენელი აშხაბ ისაევი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ შოთა ბაჩოშვილმა საქართველოს ნაკრებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი მოუტანა.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის