USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
შობის ვარსკვლავი იგივე პუანსეტია იგივე მონტესუმას ყვავილი
თარიღი:  4087

შობის ვარსკვლავი - პუანსეტია ულამაზესი რძიანასებრთა ოჯახის წარმომადგენელია მექსიკიდან. მას ჯერ კიდევ აცტეკები იცნობდნენ, მისი წითელი ფოთლებიდან ამზადებდნენ საღებავს, ხოლო მცენარის წვენით მკურნალობდნენ ცხელებას, ისინი მას cuetlaxochitl-ს ეძახდნენ. ეს ყვავილი ძალიან უყვარდა აცტეკების უმაღლეს ქურუმს და მმართველს მონტესუმას, შესაბამისად მას მონტესუმას ყვავილიც ერქვა. როდესაც მექსიკაში მისიონერები ჩავიდნენ, მათი ყურადღებაც მიიპყრო ამ ყვავილმა, მე -17 ს-ში კი ფრანცისკანელი ბერები ამ ყვავილით ტაძრებს რთავდნენ დღესასწაულებზე.

იმ დროიდანვე ესპანელ კოლონიზატორებში გავრცელდა ლეგენდაც მის შესახებ:ღარიბი ოჯახის ბავშვებმა, რომელთაც არაფერი ჰქონდათ ტაძრის მოსართავად, გზისპირა ყვავილი დაკრიფეს და მიიტანეს ტაძარში, სრულიად შეუხედავი ყვავილები დიდი მოწიწებით დააწყვეს ქრისტეს ქანდაკებასთან, მოულოდნელად იგი წითელი ყვავილებით გადაიპენტა. ხალხმა მას წმიდა ღამის ყვავილი უწოდა.

ევროპამ ამ ყვავილის შესახებ სრულიად შემთხვევით შეიტყო. ერთ ზამთრის ღამეს შემოვლისას ბერლინის ბოტანიკური ბაღის მმართველმა ვილენოვმა ლამაზად მოყვავილე ბუჩქი შენიშნა, რომელიც 1800 წელს ცენტრალური ამერიკიდან მეგობარმა ჩამოუტანა. მცენარე რძიანასებრთა ოჯახიდან იყო, მისი სილამაზით მოხიბლულმა ულამაზესი რძიანა უწოდა,და ამ სახელითაა იგი დღესაც ცნობილი. თუმცა მას ამჟამად პუანსეტიად იცნობენ, ამერიკელი სენატორი და მექსიკაში პირველი ელჩი ჯოელ რობერტო პოინსეტი ამავე დროს მოყვარული მებაღეც იყო, მექსიკაში მისი ყურადღება მიიპყრო ამ ყვავილმა, მან იგი თავის კოლექციას მიუმატა სამხრეთ კაროლინში და შემდეგ მეგობარ კოლექციონერებს დაუგზავნა,.

პუანსეტია საკმაოდ რთული მოსავლელია და მას ერთი თვის შემდეგ , როცა ეს წითელი ფოთლები დასცვივა, ბევრი აგდებს მას. ეს წითელი ფოთლები, მისი ჯამის ფოთოლაკებია, ხოლო თავად ყვავილი, ძალიან პატარაა,ცენტრში, ყვავილობის შემდეგ, ფოთლები ცვივა, ეს სადღაც თებერვლში ხდება,მას ჭრიან 10-15სმ სიმაღლეზე მიწიდან და ათავსებენ სიგრილეში, მოსვენების პერიოდის გასავლელად, რწყავენ იშვიათად.

დღის და სითბოს მატებასთან ერთად ახალი ტოტების გამოტანას იწყებს,იგი გადააქვთ მიწაში, რომელიც ატარებს წყალს,შეიცავს სასუქის გრანულებს, ნაკელს, ქვიშას, ნეშომპალას. ამ დროს ესაჭიროება მაქსიმალური სითბო და სინათლე.

რწყავენ, როგორც კი მიწა შეშრება, გადაჭრილ ტოტებს იყენებენ გასამრავლებლად. მათ დებენ მიწაში და ამყოფებენ 18-30 გრ-ზე, საშემოდგომოდ გადააქვთ შედარებით დიდ ქოთნებში, ასე ტოტით გახარებული პუანსეტია ყვავილობს მეორე წელს.

იმისთვის, რომ საშობაოდ იყვავილოს, შემოდგომიდან მცენარეს 2.5 თვის განმავლობაში აფარებენ შავ ქსოვილს ან პოლიეთილენს, 12-14 საათი. ასეთ პირობებში დეკემბრის შუა რიცხვებიდან ყალიბდება საყვავილე კოკრები, რის შემდეგაც მას დგამენ მზეზე რაფაზე, ოღონდ ისე, რომ ფოთლები მინას არ ეხებოდეს.

სახლის პირობებში ერთ ან ორწლიანია, გამოყვანილია სახვადასხვა ფერის ჯიშები,.

ყვავილობის პერიოდში საკმაოდ მგრძნობიარეა სითბო-სიცივისადმი, არ უყვარს ხშირი ადგილმონაცვლეობა, ოპტიმალურია 15-20გრადუსი. ყვავილობისას არ სჭირდება სასუქი, ზედმეტი მორწყვა ფესვებს ულპობს. ამის ასაცილებლად საჭიროა მისი ამოღება, ფესვების გარეცხვა მარგანცოვკიან ხსნარში და ახალ მიწაში გადარგვა, მოსვენების პერიოდი ეწყება მარტ-აპრილში და გრძელდება1,5 თვემდე. ჰაერის სიმშრალე მის დაავადებებს ხელს უწყობს, განსაკუთრებით აბლაბუდა ტკიპებს, რომლებიც ფოთლის ქვედა მხარეს მრავლდება, მათ აშორებენ საპნიანი წყლით. ჭარბი მორწყვისას ვითარდება ნაცრისფერი ლპობა, ფოთლებზე და ტოტებზე ჩნდება ნაცრისფერი ლაქები, მას ებრძვიან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის