USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
შინდისში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
თარიღი:  645
მთაწმინდის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ ქუჩას აწესრიგებს. ამჯერად, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები შინდისში, სატყეოს ქუჩაზე მთავრდება.
 
სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორი ფენა საფარი 1100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იგება.
 
აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 155 000 ლარი დაიხარჯება.
 
ბოლო ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის