USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია
дата:  792
18-05-2023

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 55 პირი დააკავა, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია

 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 55 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორია.
 
ნარკოტიკების უკანონო გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული გ.ლ., 1977 წელს დაბადებული ლ.ხ., 1989 წელს დაბადებული ვ.ბ., 1999 წელს დაბადებული რ.მ., 1974 წელს დაბადებული ვ.რ., 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ა., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ა., 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ., 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.ო. 1988 წელს დაბადებული ნ.ვ., 1996 წელს დაბადებული გ.ე., 1979 წელს დაბადებული გ.მ., 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფ.ფ., 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ვ., 1955 წელს დაბადებული ნ.ჯ., 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ., 1976 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ქ.მ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ., 1994 წელს დაბადებული ლ. ჩ., 2000 წელს დაბადებული ვ.ლ. 1977 წელს დაბადებული ლ. შ. , 2002 წელს დაბადებული თ.მ. ,1988 წელს დაბადებული ი.ფ. , 2001 წელს დაბადებული ლ. ჯ., 1997 წელს დაბადებული დ.ჩ., 1997 წელს დაბადებული მ.ა., 1996 წელს დაბადებული გ.წ., 1991 წელს დაბადებული ს.ბ., 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ა.ფ., 1958 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ.,1995 წელს დაბადებული ა.ც., 1984 წელს დაბადებული გ.კ., 1990 წელს დაბადებული ე.პ., უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ო. 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ვ., 2000 წელს დაბადებული რ.ა.
 
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1989 წელს დაბადებული მ.ნ., 2002 წელს დაბადებული ს.ტ., 2004 წელს დაბადებული ა.ა., 1985 წელს დაბადებული ბ.ს, 1980 წელს დაბადებული ზ.ს., 1970 წელს დაბადებული მ.წ., 1974 წელს დაბადებული ვ.მ., 2002 წელს დაბადებული ი.შ., ,1980 წელს დაბადებული მ.ა., 1980 წელს დაბადებული ო.ე., 1991 წელს დაბადებული მ.გ. , 1990 წელს დაბადებული ბ.დ.,2000 წელს დაბადებული თ.ყ. 1986 წელს დაბადებული ა. ა. ,1982 წელს დაბადებული რ.მ., 1974 წელს დაბადებული ლ.მ., 1983 წელს დაბადებული გ.ჩ., 1988 წელს დაბადებული, უ.ი.
 
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული, კერძოდ სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შემდგომ შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს.
 
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
 
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „სუბუტექსი“, „ჰაშიში”, „მდმა“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი", ე.წ. სინთეტიკური ნარკოტიკი, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი", "ამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი. ასევე ამოღებულია მცირე ზომის ელექტროსასწორები, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა, წებოვანი ლენტები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირისგან ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 26 ვაზნა და 2 მჭიდი.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 273 პრიმა, 19-273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати