USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
შიდა ქართლში სხვილოს ციხის რეაბილიტაცია იწყება
Date:  1373

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვემო ჭალას სიახლოვეს, სხვილოს ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. 

პროექტის პრეზენტაცია  24 იანვარს დილით გაიმართება. სხვილოს ციხეზე ჟურნალისტებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები და შიდა ქართლის გუბერნატორი ეპატიჟება.
ამ ეტაპზე იწყება სარეაბილიტაციო სამუშაოების 1-ელი ეტაპი. ამ სამუშაოებს კომპანია  ,ტაძარი +" ახორციელებს, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში.

სხვილოს ციხის ტერიოტირიის გაწმენდის პროექტი 1-ელი ეტაპი მოიცავს ტერიტორიის გაწმენდას ბიო საფარის, ნაგვისა და მიწისგან და ჩამოშლილი ქვებისგან, რომლებიც უნდა გადაეწყოს და გამოყენებულ იქნას კედლების კონსერვაციისთვის.

,,აუცილებელია ტერიტორიის გასუფთავება ნაგვისა და მიწისგან, ასევე უნდა მოეწყოს კიბეები და ცხაურის ტიპის კარი, ამოიძირკვოს 2 ხე რომელიც აზიანებს კედლებს. პირველ ეტაპზე აუცილებელია მოხდეს ტერიტორიის გაწმენდა რათა გამოჩნდეს და დაიგეგმოს შემდგომში ჩასატარებელი სამუშაოები. გასაწმენდი ტერიტორიის მთლიან მოცულობა შეადგენს 435 მ2" - აღნიშნავს პროექტის ავტორი გიორგი სოსანიძე.

  
სხვილოს ციხე


სხვილოს ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა. მაღალი მთის ქედზე აღმართული ციხე გადაჰყურებს ლეხურის ხეობასა და ტირიფონის გაშლილ ვაკეს. აგებულია XIV საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ აქ ციხე ადრევე იყო ("მატიანე ქართლისაში" (XI ს.) იხსენიებიან X საუკუნის მოღვაწენი დაჩი და ივანე სხვილოსელნი).

სხვილოს ციხის ისტორია დაკავშირებულია ზევდგენიძეთა (ამილახვარნი) ფეოდალური საგვარეულოს აღზევებასთან. XIV საუკუნეში მათ ჯერ სხვილოს მამული მიიღეს.  XVII საუკუნის 40-იან წლებში სხვილოს ციხე ირანის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართლის გამგებლის გივი ამილახვარის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო. XVIII საუკუნის ბოლომდე სხვილოს ციხე ამილახვართა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში მან დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა.

ციხე წარმოადგენს გეგმით წაგრძელებულ, ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობას, რომელსაც ერთადერთი ვიწრო შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. იგი 2 მ სიმაღლეზე იყო მოთავსებული და, როგორც ჩანს, ხის კიბით ადიოდნენ იქამდე.  ციხის კედლების სიმაღლე 11-14 მ აღწევს, სისქე - 2 მ სულ ზემოთ მოწყობილი ყოფილა მებრძოლთა სამოძრაო იარუსი.

სხვილოს ციხეს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ძეგლის სტატუსი 2006 წელს და იგი ეროვნული კატეგორიის ძეგლთა ნუსხაშია. 


წყარო:https://www.qartli.ge/

 

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way