USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
Tbilisi
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში დაიწყო
Date:  1269

გორის მერიის ინფორმაციით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში დაიწყო.

შეჯიბრებაში 30 გუნდი მონაწილეობს. პროექტის ფარგლებში უკვე შვიდი შეხვედრა გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ ფულადი პრიზები:

I ადგილი - 3000 ლარი
II ადგილი - 2000 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი

მუნიციპალური პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი გორი. მუნიციპალური ეტაპის შემდეგ ჩატარდება რეგიონული ეტაპი, რომელშიც გამოვლინდება შიდა ქართლის რეგიონის გამარჯვებული.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ინიციატორია შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

World
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way