USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს
дата:  716

შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა, მოახლოებულ სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები. თენგიზ ნასარიძემ ყურადღება იმ პროექტებსა და სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც რეგიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7.3 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. შედეგად, დამატებით, 2740 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება.

შეხვედრა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати