USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
"შევხვდებით არჩევნებზე" - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია დასრულდა
дата:  876

აქცია სახელწოდებით " ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ" თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს რუსული ოკუპაციაზე, გაიხსენეს გასული წლის 20 ივნისი და აქციის დაშლის დროს განვითარებული მოვლენები.

აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. მონაწილეები იცავდნენ სოციალურ დისტანციას. გამზირზე სპეციალური ნიშნულები იყო განთავსებული, რომელზეც პუტინი იყო გამოსახული.

აქციაზე სამოქალაქო მოძრაობის წევრეთან ერთად საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და რამდენიმე პოლიტიკოსმა.

აქციის დასასრულს კი აქტივისტებმა სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით ასწიეს პლაკატები - "შევხვდებით არჩევნებზე". "შევხვდებით არჩევნებზე!"- ეს არის ახალი სლოგანი, რომელიც ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციის ბოლოს გაჟღერდა.
აქცია მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ჰიმნით დასრულდა.

 
культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати