USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
„შეუძლია თუ არა თბილისის აეროპორტს სტამბოლის აეროპორტის ჩანაცვლება ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრებისათვის“- თურქული მედია
дата:  288

„რამდენად ისარგებლებენ ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრები თბილისის აეროპორტის ტრანზიტული მომსახურებით, სტამბოლის აეროპორტის ნაცვლად?“ - ეს საკითხია განხილული თურქულ გაზეთ Turizm Gazetesi-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „შეუძლია თუ არა თბილისის აეროპორტს სტამბოლის აეროპორტის ჩანაცვლება ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრებისათვის“, რომელშიც ვკითხულობთ:

„სტამბოლის აეროპორტიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეები იმ ევროპული ავიარეისებით სარგებლობდნენ, რომლებიც, დასავლეთის სანქციების გამო, რუსეთის აეროპორტებიდან ვერ სრულდებოდა.

ქართველების განზრახვა

ამ დღეებში, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგა და ორივე მხარემ ერთმანეთის აეროპორტები ფრენებისათვის გახსნა, დადგა საკითხი თბილისის აეროპორტის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების თაობაზე. ამ მიზნით, ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა განაცხადა, რომ განზრახული აქვს რუს მგზავრებს ევროპაში (მილანში, პარიზში, ვენაში, ლარნაკაში და სალონიკში) წასასვლელად პირდაპირი რეისები შესთავაზოს, თბილისის აეროპორტის მეშვეობით, ასე ვთქვათ, ტრანზიტით.

რა თქმა უნდა, თავდაპირველად პროექტი ექსპერიმენტული იქნება, გარკვეული გამოსაცდელი ვადით: თუ მოთხოვნა იქნება და რუსი მგზავრებისათვის ბილეთის ფასი მისაღები იქნება, ავიარეისები გაგრძელდება.

არაადექვატური სტანდარტები

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების თქმით, თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა ევროპაში წამსვლელი რუსი მგზავრების ტრანზიტული მომსახურებისათვის არასაკმარისია: მართალია, აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი აქვს, მაგრამ ის არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რომლებიც საერთაშორისო ავიაჰაბს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანიის მენეჯერის აზრით, „არის ეჭვები, რომ ტრანზიტი საქართველოს გავლით ისეთი კომფორტული არ იქნება, როგორიც თურქეთის გავლით. მაგრამ თუ ქართული ავიაკომპანია რუს მგზავრებს გადასხდომის უკეთეს მოკლე დროს შესთავაზებს, ან უფრო სწრაფ მარშრუტს, ან ტვირთის პრიორიტეტულ, დაჩქარებულ მომსახურება-მიღებას, ან პრობლემატური სიტუაციების დროს კომპენსაციის  მიღების გარანტიებს, მიმზიდველ ტარიფებს, მაშინ ასეთ შემთხვევაში რუსი მოგზაურები, დიდი ალბათობით, თბილისის აეროპორტით ნამდვილად ისარგებლებენ“.

ტუროპერატორთა მოლაპარაკებები...

რასაკვირველია, რუსული ტურისტული ოპერატორები ერთმანეთს აზრს უზიარებენ, თუ რამდენად შესაძლებელია Georgian Airways-სთან მოლაპარაკება ფრენების განხორციელების თაობაზე - მაგალითად, რუსული ტუროპერატორი „ინტურისტი“ განიხილავს იტალიაში ავაიმოსვლის შესაძლებლობას ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავებით.

კიდევ ერთი რუსული ტურისტული კომპანია Fun & Sun აცხადებს, რომ სწავლობს ავიარეისების იტალიაში, საბერძნეთში და საფრანგეთში შესაძლო განხორციელების გარემოებებს.

...და ქართველების პროტესტი

მოსკოვიდან ევროპის ქალაქებში ფრენა, თბილისის აეროპორტში გადასხდომით, სავარაუდოდ, საშუალოდ 7-11 საათს გაგრძელდება. თუმცა ფრენების განხორციელებას შეიძლება ხელი პოლიტიკურმა სიტუაციამ შეუშალოს: საქართველოში ევროკავშირის მომხრეები პროტესტს აცხადებენ ხელისუფლების მოქმედების მიმართ, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს ავიაკომპანიებს ფრენების განახლებაზე დათანხმდა“.

წყარო: https://www.turizmgazetesi.com/haber/rusya-nin-avrupa-aktarmalarinda-tiflis-istanbul-un-yerini-alabilir-mi/84969

 

 

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати