USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
"შეთქმულება" ნეთანიაჰუს წინააღმდეგ - ეს ისტორიაში „არჩევნების უდიდესი გაყალბების შედეგია“
თარიღი:  533

23 მარტს ისრაელში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული მეოთხე საპარლამენტო არჩევნები იყო, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ქვეყნის 120-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი რაოდენობის მანდატების მიღება ვერ შეძლო. პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა მას კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა, თუმცა ნეთანიაჰუმ ეს ვერ შეძლო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ეს დავალება იაირ ლაპიდს მისცა, რომლის პარტიაც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის 8 ოპოზიციურმა პარტიამ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმებას მიაღწია. ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი ნაფტალი ბენეტი გახდება, შემდეგ კი, 2 წელიწადში, პოსტს „მომავლის პარტიის“ (ეშ ატიდი) ლიდერს, იაირ ლაპიდს დაუთმობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით ისრაელის ახლად ჩამოყალიბებული კოალიცია დემოკრატიის ისტორიაში „არჩევნების ყველაზე დიდი გაყალბება" შედეგია.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, და ჩემი აზრით დემოკრატიის ისტორიაში, არჩევნების უდიდესი გაყალბების მომსწრენი ვართ. ამიტომ ხალხი თავს მოტყუებულად სამართლიანად გრძნობს და პასუხს სცემს. ისინი არ უნდა გაჩუმდნენ”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის