USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
შეტევა კურსკისა და ბელგოროდის ოლქებზე და მდგომარეობა უკრაინაში [შეჯამება | 20.08.2024] - გიორგი კობერიძე
Date:  1038
- პუტინმა კურსკის ოლქში დაკარგული ტერიტორიების ბრძანება გასცა და ვადად პირველი ოქტომბერი განსაზღვრა. მაგრამ მიუხედავად ჰაერში გასროლილი ბრძანებისა ჯერჯერობით კვლავ უკრაინელები მიიწევენ წინ. მათ დღეს კიდევ უფრო გააფართოვეს კონტროლის ზონა და 1300 კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორიას ფლობენ.
- კურსკის ოლქში, რაიონული ცენტრი კორენევოში რუსებისათვის უმძიმეს სიტუაციაზე საუბრობენ თავად რუსი პროპაგანდისტები. მიუხედავად იმისა, რომ მის შენარჩუნებას ძალიან დიდ ფასად ცდილობენ, უკრაინელები უკეთ მანევრირებენ და სამი მხრიდან ალყაშიც ჰყავთ დასახლება. სერიოზული მომზადებისა და ფორტიფიკაციების გარეშე რუსები ბევრად ცუდ შედეგს აჩვენებენ დაცვაში, ვიდრე უკრაინელები შეტევაში. არადა ცნობილია, რომ მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში შემტევი მხარე, როგორც წესი, უფრო მეტს კარგავს ხოლმე, ვიდრე დაცვაში მყოფი.
- სუჯას აღმოსავლეთით უკრაინელებსა და რუსებს შორის მარტინოვკას გასასვლელში მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები. დასახლება უკრაინელთა ხელშია, მაგრამ რუსები მის შემოგარენს არ ტოვებენ. თავად რუსი სამხედრო პროპაგანდისტებიც კი ამ მიმართულებაზე არიან გადასროლილი. მიუხედავად მცდელობისა რუსებმა მარტინოვკას დაბრუნება ვერ შეძლეს.
- უკრაინელები ძალიან აქტიურად მიიწევენ წინ მდინარე სეიმის მიმართულებით, გლუშკოვოს რაიონში. რუსები აქ ოპერატიულ ალყაში არიან და მხოლოდ სამხედრო ხიდებით - პონტონებით - მარაგდებიან, ისიც ლიმიტირებულად. უკრაინული დანაყოფები კულბაკისათვის ბრძოლაში არიან ჩართულები, ხოლო უშუალოდ გლუშკოვოდან დაახლოებით 10 კილომეტრში არიან. მნიშვნელოვანია უკრაინელებმა მდინარე სეიმის მთელი მონაკვეთი ჩაიგდონ ხელთ, რათა შემდგომ მათი ფლანგი დაცული იყოს და მდინარემაც ბუნებრივი ბარიერის როლი შეასრულონ.
- მდინარე სეიმის დასავლეთით რუსების იურიდიულ ფლობაში არსებული 15 კვადრატული კილომეტრის სივრცის ტერიტორია უკრაინელებმა დაიკავეს და ტეტკინოში (ტიოტკინოში) გამაგრებულ რუსებს ძალიან ახლო მანძილიდან უხსნის ცეცხლს.
- პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც იზიარებენ რუსულ ფასეულობებს ადვილად შეეძლებათ რუსეთში გადასახლება. ჰოდა... ვისაც უნდა კრემლის ფასეულობებში ცხოვრება მგონი წასვლისთვის ამაზე უკეთესი შანსი არ ექნება.
- უკრაინის უმაღლესმა რადამ (პარლამენტმა) მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ის ორგანიზაცია თუ ინსტიტუცია, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოსთან თანამშრომლობს, უკანონოდ გამოცხადდა. იმ ფონზე, რომ რუსეთში ცეზაროპაპისტული ტრადიცია არსებობს და ეკლესია ღიად დამორჩილებულია კრემლის მიერ, მსგავსი გადაწყვეტილება ბევრად ადრე უნდა მიეღოთ კიდეც. მოსკოვის პატრიარქი დღემდე კრემლისა და უშიშროების უშუალო ჩარევით ინიშნება და მათ წინაშეა ხოლმე პასუხისმგებელი. მშვიდობიანი ხალხის კვლაზე კი კურთხევა დიდი ხანია გაცემული აქვთ მოსკოვში - ბირთვული იარაღის დალოცვასაც არ ერიდებიან, ხოლო რუსეთის მთავარ სამხედრო კათედრალში (მოსკოვის ოლქში) პროექტის მიხედვით პუტინის ფრესკასაც უნდა შევხვედროდით, შოიგუს, გერასიმოვთან და წითელი ტერორის მომწყობ სტალინთან ერთად, რომელმაც მოსკოვში მაცხოვრის ტაძარიც კი ააფეთქა. პროექტი მოგვიანებით შეიცვალა, მაგრამ ფრესკის იდეა კვლავ არსებობს (როგორი უნდა ყოფილიყო ის კომენტარებში დავურთავ).
ცეზაროპაპიზმით ჯერ კიდევ მოსკოვის დიდი მთავრები იწონებდნენ ხოლმე თავს. ვასილი მესამე და მისი ბიზანტიელი სოფია ამ ტრადიციის რუსეთში სრულყოფილად გამავრცელებლად მოიაზრებენ ხოლმე (მე-15 საუკუნე), თუმცა უფრო ადრინდელი ტრადიციებიც გვხდებოდა ამ საკითხთან მიმართებით.
- რუსები კვლავ წერენ, რომ შესაძლოა რილსკის მიმართულებაზე უკრაინელებმა საზღვარი არსებული საბრძოლო მოქმედებებიდან ჩრდილოეთითაც გადალახონ და შეუტიონ რაიონულ ცენტრს. სწორედ ამიტომ ვერ ხსნიან რუსები თავიანთ დანაყოფებს საზღვრის ამ წერტილიდან (რუკაზე მონიშნულია საიდან ფიქრობენ რუსები უკრაინელთა შესაძლო შეტევას).
რამდენიმე მეგობარმა მთხოვა შემედარებინა უკრაინელთა მიერ დაკავებული ტერიტორიების მასშტაბი საქართველოს რუკაზე, ჰოდა  გთავაზობთ მას.
455924123_10220478866001884_1444755125499110684_n
 
society
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way