USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას - ანრი ოხანაშვილი
дата:  1446

„ჩვენი გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. კონგრესის ზოგიერთი წევრი შესაძლოა, სხვა პოზიციებს ან ვერსიებს აჟღერებდეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა, მოკლებული იყოს ობიექტურობას. ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობაა საჭირო, თუმცა ერთი რამ არის ხაზგასასმელი - აშშ-ის ბიუჯეტის შესახებ კანონში ვერ მოხვდებოდა საქართველო, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, რომლის მიმართაც ამერიკა მხარდაჭერას ახორციელებს, თუკი საქართველო გადაუხვევდა დემოკრატიული განვითარების გზას. გარდა ამისა, აშშ-ის ორპარტიულ დოკუმენტში საქართველოზე განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკისთვის. ვერ მოხვდებოდა ამ ორპარტიული დოკუმენტის ინიცირება, თუკი საქართველო არ ადგას დემოკრატიული განვითარების გზას და არ ახორციელებს რეფორმებს.

შესაძლოა, ზოგიერთი კონგრესმენი შეცდომაში იყოს შეყვანილი, ან არ ფლობდეს ზუსტ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, ამ კონგრესმენებთან ჩვენ ვითანამშრომლებთ და ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველას, მათ შორის მათ, მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმაჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати