USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
„შესაძლოა ეს უზენაესის გზავნილია ადამიანებისთვის“: დავით იაკობიძე პანდემიისა და ბიზნესისთვის მისი შედეგების შესახებ.
Date:  1791

Forbes  სიის წარმომადგენელი დავით იაკობაშვილი საუბრობს, თუ როგორ ეხმარება საფრანგეთის და მონაკოს ხელისუფლება ბიზნესს და რა უნდა გააკეთოს რუსეთის ხელისუფ­ლებამ ეკონომიკის აღსადგენად.

მინი დოსიე:

დაიბადა:1957 წლის 2 მარტს, ქ.თბილისში

კაპიტალი: ნავთობისტრეიდერი კომპანია Petrocas Energy Group (51%),

უძრავი ქონება, ინვესტიციები.

პარტნიორი გავრილ იუშვაევი (51%-ი).

კონფლიქტი: 2018 წლის მაისში მან პროკურატურაში უჩივლა ეისკის პორტის ელევატორში მის ყოფილ პარტნიორს

ბორის მინახინს  და კომპანიისთვის 300 მილიონი რუბლის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა. ერთი წლის შემდეგ მინახინმა

იაკობაშვილი დაადანაშაულა ელევატორის რეიდერულ მიტაცებაში და მისი წინააღმდეგ განცხადება შეიტანა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში.

ინვესტიცია: 2018 წელს იაკობაშვილმა $ 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა  პაველ დუროვის  Telegram- ში.

ამავე წელს,  ის გახდა ბლოკ ჩეინ პლატფორმა TON-ის ერთ-ერთი ინვესტორი.

კოლექციონერი: მის მუზეუმი ‘სობრანიეს“(«Собрание») კოლექციაში წარმოდგენილია ანტიკური საათები,

მუსიკალური ინსტრუმენტები, გრაფიკა, რუსული ბრინჯაო.

 

„შეიძლება პროდუქტების შესაძენად მანქანით სიარული, ძაღლის გასეირნება, სამსახურის საქმეებზე გასვლა“ - საზღვარგარეთ საკარანტინო ცხოვრების დეტალებს გვიზიარებს რუსული Forbes  სიის (F 136) წევრი დავით იაკობაშვილი. დღეს „ვიმ-ბილ-დანის“- დამაარსებელი დავით იაკობაშივილი მონაკოში ცხოვრობს, ფლობს Petrocas Energy Group საკონტროლო პაკეტს და ლითონებით მოვაჭრე აფრიკული კომპანიების წილს.  დიდ ყურადღებას იაკობაშვილი ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას უთმობს, მოსკოვში მისი საკუთრებაა მუზეუმი ‘სობრანიე“(«Собрание»).

14 აპრილს იაკობაშივილი პირდაპირ ეთერში გამოვიდა YouTube-ზე, სადაც „კონგრეს-კოლეგიის“ თხოვნით ისაუბრა, როგორ გადააქვთ კარანტინი მონაკოში. გამოთქვა თავისი შეხედულება თუ რა ეშველება ეკონომიკას პანდემიის შემდეგ და გაგვიზიარა საკუთარი საინვესტიციო სტრატეგია კრიზისის პირობებში.

მონაკო კარანტინში

მე ვიმყოფები საფრანგეთის სამხრეთით, პატარა სახელმწიფო მონაკოში. ჩვენთან ტემპერატურა მზეზე 22-24 გრდუსია და საკმაოდ თბილა. დიდი პანიკა არ არის, მაგრამ მაინც იგრძნობა, ცოტა ხალხია ქუჩაში. სახემწიფო და პოლიცია ლიბერალურად იქცევა, მაგრამ მაინც ამოწმებენ საბუთებს. შეიძლება საყიდლებზე მანქანით წასვლა, ძაღლის გასეირნება, სამსახურის საქმეებზე იარული, საკუთარი სახლის რემონტი.

ნავთობის ომების და საავიაცო ბიზნესის შესახებ.

ნავთობის ბაზარზე დიდი გავლენას ერთის მხრივ, ნავთობის ომი და მეორეს მხრივ მოხმარების უდიდესი კლება ახდენს. ნახეთ რა ხდება სააციავიო ბაზარზე. თვითმფრინავები დგანან, ავიაპარკები გაივსო თვითმფრინავებით, თვითმფრი­ნავები არ მოძრაობენ და შედეგად ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა არ არის. ადრე ყოველ დღე ვიღებდი მოთხოვნებს  საავიაციო საწვავზე (авиа керосин) (ჩვენ ვვაჭრობთ საავიაციო საწვავით), ეხლა კი რა - არავის ჭირდება. როგორ მოხდება ამ ბაზრის აღდგენა გაუგებარია. როცა თვითმფრინავი ერთი კვირა გაჩერებულია, მას უკვე გარკვეული რემონტი, გარკვეული სერვისი ჭირდება, რაც აუცილებლად უნდა გაიაროს. თვითმფრინავების პარკის ამუშავება დიდი დრო და კიდევ უფრო დიდი ხარჯები დაჭირდება. ადამიანებს ფრენის შიში სულ მცირე ნახევარი ან ერთი წელი კიდევ ექნებათ. კერძო ავიაკომპანიები ამას ალბათ ვერ გაუძლებენ, ეს შეუძლებელია. რაც შეეხება სახელმწიფოს, თვითმფრინავების პარკის შესანახად დიდი სახსრების გამოყოფა და მოვლა იქნება საჭირო, რადგან მათი აღდგენა თითქმის შეუძლებელი გახდება.

როგორ იქცევა საფრანგეთის და მონაკოს მთვრობა კარანტინის დროს

 საფრანგეთში კარანტინი 11 მაისამდე გრძელდება, შემდეგ თანდათანობით დაიწ­ყებს გამოსვლას. რაც შეეხება მცირე საწარმოებს - მათთვის ეს ყველაფერი ივლისამდე გაგრძელდება. საფრანგეთში მცირე საწარმოებს ეხმარებიან, სახელმწიფო ხელფასის 80-100% უხდის ყველას, ვინც ამჟამად არ მუშაობს. არენდის საფასურის გადახდა 18 თვემდე გადაუვადეს.

მონაკოში სახემწიფომ დიდი ხარჯები აიღო თავის თავზე. დაახლოებით 700 მილიონი ევრო (ჩემი ინფორმაციით) ხელფასების დასაფარად და სხვ. სამეფოს ბიუჯეტის „მარაგი“ დაახლოებით 5,5 მილიარდი ევროა და ხელისუფლება მზადაა დაფაროს ზარალი, ვიდრე სახემწიფო კარანტინში იქნება. მონაკოში დაახლოებით 38 000 მაცხოვრებელია, ეს დიდი დახმარებაა მათთვის.

მონაკოში ხალხს აქვს საბანკო დანაზოგი, რეზერვი და მათთვის ორი, სამი, ოთხი თვე თავის გატანა შესაძლებელია. რუსეთში სიტუაცია ბევრად უფრო ცუდია და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ძალიან ძნელი იქნება გამკლევება. გაუგებარია ეს როგორ უნდა მოხდეს, თუ სახელმწიფო არ გამოყოფს ფულს ხელფასებისთვის, რაც მთვარია დახმარება მინიმალურ ხელფასზე ბევრად უფრო მეტი უნდა იყოს.

რა ეშველება ეკონომიკას

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ვირუსის მიზეზი, როგორ ვებრძოლოთ, არ ვიცით როგორი იქნება მისი მუტაცია, არ ვიცით  როგორ მოციქცეთ. მაგრამ ყველაზე ცუდი მსოფლიოში  ეკონომიკის ვარდნა და ის ეკონომიკური პრობლე­მებია, რაც მას მოყვება. ეს უდიდესი პრობლემაა, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეიწიროს. განსაცდელი მარტო არ მოდის, ვირუსს სხვა პრობლემები მოყვება და  მსოფლიო საზოგადოება სრულებით არ იყო ამისთვის მზად.

ეკონომიკის მშენებლობა, როგორც ჩანს თვიდან მოგვიწევს, ეს გარკვეულ სახსრებს მოითხოს და სახელმწიფომ ამაზე უნდა იფიქროს. თუ თქვენ გაქვთ საწარმო და ამ დროს არ გაქვთ საშუალება ფული გამოიმუშავო, მაგრამ  გადასა­ხადები უნდა გადაიხადოთ, სისულელეა..... გარკვეული დროით რომც შეაჩეროთ, შემდეგ რითი უნდა გადაიხადოთ, თქვენ შემოსავალი უნდა გააორმაგოთ ეკონომიკის ვარდნის პირობებში. როცა ადამიანებს არ ექნებათ საკმარისი სახსრები გადაიხადონ, ისე როგორც ადრე იხდიდნენ. კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღბამდე კარგი გათვლებია გასაკეთებელი.

არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რომ ამან შეიძლება მოსახლეობის უკმაყოფილება და ქუჩაში გამოსვლა, მაღაზიების დარბევა გამოიწვიოს. რისთვის გამოყოფს დღეს დონალდ ტრამპი ტრილიონობით დოლარს? იმისთვის რომ მოქალაქეების მყიდველუნარი­ანობა შეინარჩუნოს. როდესაც მოქალაქეებს ყიდვის უნარი ექნებათ, ეკონომიკა იმუშავებს. თუ არ იქნება მყიდველუნარიანობა - ეკონომიკა დაინგრევა.

თუ 30 წლით უკან, საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში დავბრუნდებით  დავინახავთ, რომ მოპოვებულმა თავისუფლებამ, საწარმოს შექმნის, რაღაცის აშენების შესაძლებლობამ წამოაყენა ქვეყანა. მთვარია - ხელი არ შეუშალოთ ბიზნესს, ადამიანებს, არ შეზღუდოთ იმ საშინელი საკანონმდებლო აქტებით, რომელიც დღეს არსებობს და არაფრის კეთების საშუალებას არ აძლევს მეწარმეს.

კორონოვირუსის შესახებ.

შეიძლება ეს უზენაესის გზავნილია ადამიანებისთვის, რათა იფიქრონ, რას აკეთებენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაფლულები არ ზრუნავენ ბუნებაზე, ახლობლებზე. აღმოჩნდა რომ ამ პატარა, თვალით უხილავმა ვირუსმა ასეთ საგონებელში ჩაგვაგდო. დიდი იქნება ეკონომიკური, მორალური და ფსიქოლოგიური დანაკარგები. ყოველ დღე უფრო და ფურო ძნელი იქნება უკან, ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება.

ინვესტიციების შესახებ

ჩვენ სხვადასხვა პროექტებს განვიხილავთ. ცოტა ხნის წინ ბაროკამეერების წარმოებამ დამაინტერესა. თავდაპირველად ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იყო შექმნილი აკადემიკოსი ანოხინის ხელმძღვანელობით. ბაროკამერები დაბერების პროცესის  შენელებისთვის და ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენება.

ვსწავლობთ სიტუაცია კანაბისთან დაკავშირებით. მცირე ინვესტიცია გავაკეთეთ ამერიკაში. კანაბისიდან დამზადებული წამლები შესაძლებელია კორონავირუსის სამკურნალობაში დაგვეხმაროს. კორონავირუსი მოქმედებს არა მარტო ფილტვებზე, არამედ გონებრივ შესაძლებლობებზეც, შეიძლება მეხსიერებაზეც აისახოს.  ყველაფერი რაც კანაფზე მზადდება დადებითად მოქმედებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და სიტუაციასთან გამკლავების შესაძლებლობაზე.

ბუნების აღორძინება

მონაკოში არ არის ასეთი დაბინძურება, ცოტა ხნის წინ მონაკოს ნაპირებთან ვეშაპები მოცურდნენ, სულ ახლოს ნაპირთან, ასევე ნახეს 4-5 მეტრის ზვიგენი. ზვიგენი ბოლოს 1998 წელს ნახეს მონაკოს ნაპირებთან, ბუნება აღორძინებას განიცდის და კუთვნილს იბრუნებს.

მომავლის გეგმები.

მუზეუმისთვის შენობა ზუსტად მონაკო - საფრანგეთის საზღვარზე ვიყიდეთ, შესასვლელი მონაკოს მხრიდან და გამოსასვლელი საფრანგეთის მხრიდან და მუზეუმის გაკეთებას ვაპირებთ. ვგეგმავთ 2000 კვ.მ. საგამოფენო სივრცეის გაკეთებას. შეხვედრა საფრანგეთის კულტურის მინისტრთან ფრანკ რისტერთან უნდა გვქონოდა, მაგრამ პანდემიის გამო ორჯერ გადაიდო, შემდეგ მინისტრი გახდა ავად. აქ მუზეუმებისთვის ძალიან დიდი  დახმარებაა ხელისუფლების მხრიდან, არ იხდით გადასახადებს, არ იხდით საშემოსავლო გადასახადს და ა.შ.

კარგი იქნებოდა რუსეთშიც რომ იყოს ასეთი კანონები. სამწუხაროდ ჩვენ მუზეუმისთვის ისევე ვიხდით, როგორც კაზინოსთვის გადავიხდიდით.

 

 

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way