USD 2.6936
EUR 3.1771
RUB 3.5389
Tbilisi
შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია შენი ბიზნესისთვის
Date:  1407

თიბისი და VISA პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, კომპანიებს  ახალ ინიციატივას სთავაზობს – „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“. 

შეთავაზების ფარგლებში ბიზნესებს შეუძლიათ უმოკლეს დროში შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც ისინი პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებენ.

შეთავაზება მოიცავს, B2C ონლაინ მაღაზიების პლატფორმის გამოყენებას, რომლითაც მომხმარებელი მარტივად ააწყობს ვებ-გვერდს, ჩააშენებს თიბისის ონლაინ გადახდის სისტემას და აირჩევს პროდუქციის მიწოდების ფორმას. სერვისი მოიცავს, როგორც ფოტოგრაფის მომსახურებას პროდუქციის დასასურათებლად, ისე გადახდის სისტემის და მიტანის სერვისის ინტეგრაციას. 

პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან. 

„ეს არის კარგი საშუალება არსებულ გარემოსთან ადაპტაციისათვის და ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. თუ რა მნიშვნელოვანია ციფრული სერვისები ბიზნესებისთვის, ამაში განსაკუთრებით  დაგვარწმუნა არსებულმა რეალობამ, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია. სწორედ ამიტომაც ჩვენ VISA-სთან ერთად ვეხმარებით ბიზნესებს, რომ მათ მივცეთ ის ხელსაწყოები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისი ბანკის გერალური დირექტორის მოადგილემ. 

ამ ეტაპზე უკვე მზადების პროცესშია 150-მდე ქართული კომპანიის ვებ-გვერდი. იმ 200 ქართულ კომპანიას,  რომელიც 30 აპრილამდე დარეგისტრირდება, ონლაინ მაღაზიის შექმნას თიბისი და VISA სრულად დაუფინანსებს. აგრეთვე ბიზნესები  წლის ბოლომდე თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან.

 
World
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way