USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Тбилиси
შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო პორტალი infohub.rs.ge ამოქმედდა
дата:  610

სასტუმრო „Pullman Tbilisi Axis Towers-ში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო პორტალის infohub.rs.ge პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

„პრეზენტაციას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, ასევე პარტნიორი უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მონაწილეებს ახალი ციფრული ჰაბის შესახებ პრეზენტაცია, შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პროექტის უშუალო ხელმძღვანელმა, თეონა ციმაკურიძემ წარუდგინა.

საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ციფრული ჰაბი Infohub.rs.ge-ს საექსპერტო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, ხოლო ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესი, ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით. ეს არის ელექტრონული ინფორმაციის მართვის ერთიანი სისტემა, სადაც გაერთიანებულია სხვადასხვა ტიპის მონაცემი.

აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ამოქმედების შემდეგ, ყველა მომხმარებლისთვის ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, ხოლო თავად ინფორმაციის მიღების პროცესი - მნიშვნელოვნად გამარტივდება.

Infohub-ზე განთავსებულია და მუდმივად განახლებადია, როგორც საგადასახადო, ისე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის: საკანონმდებლო აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, მეთოდური მითითებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა. Infohub წარმოადგენს ერთიან მიდგომაზე დაფუძნებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზას, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემური და ერთგვაროვანი საგადასახადო პრაქტიკის არსებობას.

Infohub შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს მოიძიოს, დაამუშაოს და გააზიაროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით მომზადდა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge განთავსდა საინფორმაციო ბროშურა და ვიდეო სახელმძღვანელო.

ერთიანი მეთოდოლოგიური ბაზის, საინფორმაციო-საძიებო პლატფორმის Infohub-ის შექმნის პროექტი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიმდინარეობდა 2021 წლიდან და მასში აქტიურად იყო ჩართული საჯარო და კერძო სექტორი. “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати