USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Tbilisi
შემოსავლების სამსახური სომხური ტვირთების ,,ბლოკირების“ შესახებ განცხადებას ავრცელებს
Date:  617

სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი - ასე ეხმაურება შემოსავლების სამსახური თავდაპირველად უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს საზღვარზე სომხეთში მიმავალი LPG-ით დატვირთული ავტომობილების ხელოვნური შეფერხება ხდება.

უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ მსგავსი ბრალდებები „სრული სიცრუეა“ და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას.

" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება გარკვეული მედია საშუალებითა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ, გაკეთებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) თითქოს ,,ბლოკირების“ შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული არის სრული სიცრუე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უწყების დისკრედიტაციას და თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას.

აქვე განვმარტავთ, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, განსაკუთრებულ/აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სანტრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრები სრულ მზადყოფნაში არიან, 24 საათიან რეჟიმში, სწრაფად განახორციელონ, როგორც ფიზიკური პირების, ასევე მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილების კონტროლის პროცედურები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედია საშუალებების მიერ, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა (გაზპროდუქტებით დატვირთული ავტომობილები) არ ასახავს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებულ რეალურ ვითარებას, სადაც ხანმოკლე დროის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილების მიმართ, არსებობდა მცირე შეფერხება, რომელიც სრულად იქნა აღმოფხვრილი.

ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ორივე მიმართულებით, 364 670 სატვირთო ავტომობილის მიმართ განხორციელდა საბაჟო ფორმალობები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საბაჟო კონტროლის პროცედურები მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამასთან, კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა - ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან" - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თხევადი გაზი, რომელსაც სომხეთში ავტომობილთა ძირითადი ნაწილი იყენებს, ბოლო დღეებში 40%-ზე მეტით გაძვირდა, რასაც სექტორი LPG-ის საქართველოს გავლით რუსეთიდან იმპორტთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ პრობლემებს უკავშირებს - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" სომხეთის ბიურო წერს.

გასულ თვეს თბილისსა და ერევანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც სატრანზიტო გართულებებიც უნდა აღმოეფხვრა. მიუხედავად ამისა, კონიაკის მწარმოებლები საქართველოს გავლით რუსეთში პროდუქტის გატანის გამოწვევებზე კვლავ საუბრობენ.

საქმე ისაა, რომ მაისში ერევანში საქართველოს საელჩოსთან კონიაკის ადგილობრივმა მწარმოებლებმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი საქართველოში საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხანგრძლივი კონტროლის პროცედურებს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ დროში გაწელილი პროცესი მათ ფინანსურ ზარალს აყენებთ. სომხეთის დამსაქმებელთა რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანი მაშინ აცხადებდა, რომ საქართველოს საბაჟოზე სომხური კონიაკით დატვირთული მანქანების დიდი ხნით გაჩერების საკითხზე, სომხეთის ხელისუფლებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და ევრაზიულ კავშირს უნდა მიმართონ, რადგან ქართული მხარიდან პრობლემის გადაჭრის ნაბიჯებს ვერ ხედავს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სომხეთში კონიაკის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების პროტესტის საპასუხოდ აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის პროცედურები სტანდარტულად მიმდინარეობს.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way