USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
Tbilisi
შეიწყალებს თუ არა გიგი უგულავას საქართველოს პრეზიდენტი
Date:  1554

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცნობია, თუ როდის გსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცნობია, თუ როდის განიხილავს პრეზიდენტი „ევროპული საქართველოს“ მსაჯვრდებული წევრის გიგი უგულავას შუამდგომლობას შეწყალებასთან დაკავშირებით.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანგი ხუციშვილმა განაცხადა, გიგი უგულავას შუამდგომლობა მათ ოფიციალურად ჩაბარდათ, თუმცა, აღნიშნულმა ჯერ სხვადასხხვა ეტაპები უნდა გაიაროს.  „ოფიციალურად ჩაგვბარდა, უნდა გადამოწმდეს და ამის შემდეგ წარედგინება პრეზდენტს. თუ როდის განიხილავს, ამას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“, - განაცხადა ხუციშვილმა. 

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით 13 მარტს მიმართა.

„ოფიციალურად ჩაგვბარდა, უნდა გადამოწმდეს და ამის შემდეგ წარედგინება პრეზდენტს. თუ როდის განიხილავს, ამას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“, - განაცხადა ხუციშვილმა.  ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით 13 მარტს მიმართა.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way