USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში - დაჭრილი დამირ კირცხალიაა
თარიღი:  1105

უმისამართო სროლა და შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში, გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი დამირ კირცხალიაა.

როგორც ალადაშვილის კლინიკაში აცხადებენ, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

პოლიცია კი ამ დრომდე ვერ გადის კრიმინალური დაჯგუფების წევრებზე, ვინც თბილისში 54 წლის კაცი დაჭრა.

კირცხალიას ცეცხლი ფიროსმანის  ქუჩაზე ავტომატიდან გაუხსენეს.ხალხით სავსე ქუჩაზე დამნაშავეები შავი ჯიპით მივიდნენ და კაცს 4 უმძიმესი ჭრილობა მიაყენეს. უმისამართო სროლის შედეგად დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორია და რამდენიმე ავტომობილიც. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის დროს დამნაშავეები ავტობუსს შეეჯახნენ, თუმცა გზა გააგრძელეს და მიიმალნენ. 

დაპირისპირების მიზეზად შურისძიება სახელდება.

მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობით და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის