შეერთებული შტატები ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად ავია დარტყმებს განაგრძობს, - ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა.
„შეერთებულმა შტატებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაზარდა საჰაერო თავდასხმები ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა უახლოეს კვირებში, თუ თალიბები განაგრძობენ შეტევებს“, - აღნიშნა კენეტ მაკკენზიმ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მაკკენზიმ, რომელიც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობას ხელმძღვანელობს, არ დააკონკრეტა, განაგრძობენ თუ არა აშშ-ის ჯარები საჰაერო იერიშებს 31 აგვისტოს შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მათი სამხედრო მისია დასრულდება.
„ავღანეთის მთავრობას წინ გამოცდა აქვს. თალიბები ცდილობენ შექმნან განცდა, რომ მათი სამხედრო კამპანია გარდაუვალია”, - აღნიშნა გენერალმა.
მისი თქმით, თალიბების გამარჯვება გარდაუვალი არაა და პრობლემის პოლიტიკურად გადაჭრა შესაძლებელია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.