USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
შეჭრა კაპიტოლიუმში: დაღუპულია 4 ადამიანი
თარიღი:  948

აპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრისა და შემდგომი მოვლენების შედეგად 4 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას ვაშინგტონის პოლიცია ადასტურებს.

უწყების თანახმად, დაღუპულებს შორისაა ქალი, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით, მკერდის არეში დაჭრეს. პოლიციის ცნობით, გარდაცვლილებს შორის არიან კიდევ ერთი ქალი და ორი კაცი, თუმცა კონკრეტულ მიზეზებზე, ამ დროისთვის, საუბარი არ არის.

CNN-ის ინფორმაციით, შეჭრისა და შეტაკებებისას დაშავებულთა შორის არაერთი პოლიციელია, რომელთაგან მინიმუმ ერთი – საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტელეკომპანია მომიტინგეებისგან შენობის გაწმენდის პროცესში კვამლის ყუმბარების გამოყენების შესახებაც იტყობინება. კაპიტოლიუმის ფანჯრების ნაწილი ჩმასხვრეულია.

6 იანვარს, ადგილობრივი დროით, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამ დღეს უნდა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო.

ვითარების გამწვავებიდან მალევე, სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყეს.

შეჭრას წინ უძღოდა ტრამპის მომხრეების საპროტესტო აქცია ვაშინგტონში. მათ სიტყვით თავად მოქმედმა პრეზიდენტმაც მიმართა. შენობაში ასობით პირის შეჭრის შემდეგ, ტრამპმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა “პატრიოტებად” მოიხსენია ისინი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, კონგრესის ორივე პალატა დღესვე განაგრძობს საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლას. კერძოდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც შესაბამისი სამსახურები კაპიტოლიუმს გაწმენდენ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის