USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
თბილისი
"შავი ზღვის უნივერსიტეტი" 10 მილიონ დოლარად გაიყიდა - მყიდველებია კახა შენგელია და გია კავთელიშვილი
თარიღი:  2856

„შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელები "კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელია და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილი არიან. შესაბამისი ცვლილება ბიზნეს რეესტრში დღეს აისახა.

სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ 49%-იანი წილის მფლობელი კახა შენგელია გახდა, ხოლო 51%-იანი წილის მართვა გია კავთელიშვილმა გადაიბარა. უნივერსიტეტის ყოფილი მფლობელებსა და ახალ მმართველებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, პარტნიორებმა შავი ზღვის უნივერსიტეტი 10 მლნ დოლარად შეიძინეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მფლობელთა რიგებიდან სრულად გავიდნენ თურქეთისა და გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე ფლობდნენ IBSU-ს წილების 100%-ს. ამიერიდან მათ ჩაანაცვლებენ საქართველოში მოქმედი სხვა ორი უნივერსიტეტის ხელმძღვანელები.

28 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტი, ისევე როგორც “ჩაღლარის” საგანმანათლებლო ქსელი, რომელშიც IBSU-ც შედიოდა, უკანასკნელ წლებში მეზობელი თურქეთის ხელისუფლების უკმაყოფილების ობიექტი არაერთგზის გახდა. ამის მიზეზი იყო ქსელის ასოცირება ფეთულა გიულენის სახელთან, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობას ედავება.

2018 წელს უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება დროებით შეუზღუდეს, რის ოფიციალურ მიზეზადაც მისი ფინანსური არამდგრადობა სახელდებოდა. თუმცა მაშინ განვითარებული მოვლენების შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ უნივერსიტეტის მხარდამჭერები როგორც საქართველოში, ისე — საზღვარგარეთ.

უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ილიას ჩილოღლუ, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, ამჟამად ემიგრაციაშია. ჩილოღლუს თქმით, გრძნობდა მზარდ საფრთხეებს, რის გამოც ქვეყანაში დარჩენა სარისკოდ მიიჩნია.

თურქეთის სახელმწიფო სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ, თურქეთის საგარეო უწყებამ თქვა, რომ ერდოღანმა ხაზი გაუსვა გიულენის მოძრაობის მიერ “მართული სკოლების დახურვისა და მათი აქტივების გაყინვის მნიშვნელობას”. ერდოღანმა ასევე აღნიშნა თბილისის მიერ ამ კუთხით უკვე გადადგმული ნაბიჯები.

შავი ზღვის უნივერსიტეტის ახალ მეწილე კახა შენგელია უმაღლესი სასწავლებლის განვითარების გეგმებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ:

„კიდევ ერთი მაგარი უნივერსიტეტი შეემატება ქვეყანას უფრო უკეთესი ვიდრე იყო და უფრო მაღალი ხარისხით და ცნობადობის გახდება. თუმცა შავი ზღვის უნივერსიტეტს არ აკლდა ცნობადობა და ხარისხი. პირველ ეტაპზე მენეჯმენტში ცვლილებები არ იგეგმება, დავაკვირდებით როგორ წარიმართება მუშაობა. რაც შეეხება სახელწოდებას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამ სახელწოდებით დარჩება. ის უკვე ბრენდია“.

თბილისი
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის