USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
შავი ზღვის კვლევები და გამოწვევები
თარიღი:  1246

საქართველოში ეკოსისტემების მნიშვნელოვანი ნაწილია შავი ზღვა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკაში. ქვეყნის მდინარეების 75%-ზე მეტი შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 320 კმ-ია.

ცოტა რამ შავი ზღვის შესახებ

5-7 ათასი წლის წინ ბოსფორის სრუტის გახსნით შავი ზღვა შეუერთდა ხმელთაშუა ზღვას და შეიძინა ამჟამინდელი სანაპიროების მოხაზულობა. შავი ზღვის ასაკი გაცილებით მეტია, რადგან ის დასახლებულია უძველესი  სახეობებით, რომელთა ნაწილი სხვაგან არსად გვხვდება, ისინი ევოლუციამ შექმნა მრავალი ათასეული წლით  ადრე. ამრიგად, მოიაზრება, რომ შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე უძველესია.

მეზობელ ზღვებთან შედარებით, შავ ზღვაში გაცილებით ნაკლები მობინადრეებია. თუ ხმელთაშუა ზღვაში  ცნობილია 10  000 სახეობა, შავ ზღვაში სახეობათა თითქმის ორჯერ ნაკლები რაოდენობაა. თუმცა, ცოცხალი  ორგანიზმების რაოდენობით შავი ზღვა მნიშვნელოვნად წინ არის.

შავ ზღვაში სახეობრივი მრავალფეროვნების  შედარებითი სიმცირის მიზეზს, პირველ რიგში, წარმოადგენს  მარილიანობის დაბალი მაჩვენებელი, ასევე, ტემპერატურის რეჟიმი (ცივი ზამთარი), რომელიც არახელსაყრელია ისეთი სახეობებისთვის, როგორიც არის მუცელფეხა მოლუსკები, ზღვის ვარ- სკვლავები და ზღარბები, ასევე,  არახელსაყრელია სხვა ბევრი ცხოველისთვის, რომელიც შეგუებული არიან ოკეანურ მარილიანობას და სუბტროპიკულ კლიმატს.

შავი ზღვის ბინადართა დიდი ნაწილი პატარა ორგა- ნიზმებია, ერთუჯრედიანი წყალმცენარეები, ზღვის სოკოები, კიბორჩხალები და მოლუსკები. ასევე, მასში ბინადრობს 200 სახეობაზე მეტი თევზი და 150- ზე მეტი  აბორიგენული სახეობა. დანარჩენი მობინადრეები ჩასახლებულები არიან სხვა წყალსაცავებიდან. მაგალითად, პილენგასი-კეფალი, რომელიც იაპონური ზღვის სახეობაა და კარგად შეეგუა შავი ზღვის აუზის  გარემოს. ასევე, შავი ზღვის სარეწაო სახეობებია ქაფშია, ქარსალა და ქაშაყი.

სარეწაო თევზჭერა შავ ზღვაზე

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად   ევროკავშირის   სტანდარტების და ხმელთაშუა ზღვის კომისიის მოთხოვნების შე- საბამისად, თანამედროვე მეთოდოლოგიისა და აღჭურვილობის გამოყენებით, აწარმოებს ჰიდრო- აკუსტიკურ კვლევებს, რომელიც განსაზვრავს სა- რეწაო სახეობების, მათ შორის ქაფშიის მარაგებს. აღნიშნული კვლევები აღიარებულია გაეროს სუ- რსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) მიერ.

სარეწაო სახეობების მარაგების სრულყოფილი შე- ფასება და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფა, ხელს უწყობს ქვეყანაში თევზჭერის დარგის გა- ნვითარებას. ასევე, დადგენილი თევზის რესურსის რაოდენობა უზრუნველყოფს თევზის გადამამუშა- ვებელი საწარმოების სრულ დატვირთვას. თევზის მოპოვების აქტიური სეზონი ოქტომბრიდან იწყება და გვიან გაზაფხულამდე გრძელდება.

შავი ზღვა თევზებისა და მოლუსკების ხელოვნურ მოსაშენებლად შესაფერისი ობიექტია. აკვაკულტურისა და მარიკულტურის განვითარების მიზნით, ქვეყანაში დაწყებულია მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. მათ შორის, აღსანიშნავია, აკვაკულტურის  განვითარების  ეროვნული  სტრატეგია,

რომელიც  მუშავდება  და  სამომავლოდ  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას, წარმოების მოცულობის ზრდას, სექტორის განვითარებაში არსებული ბარიერების აღმოფხვრას და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას.

შავი ზღვის თანამედროვე გამოწვევები

XXI- ე საუკუნეში შავი ზღვა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მათ შორის აღსანიშნავია წყლის მყარი ნარჩენებით დაბინძურება. ბოლო 20 წლის განმავლობაში პლასტმასის მოხმარების  მატებასთან ერთად, როგორც ზღვებში, ისე ოკეანეებში მყარი ნარჩენების ოდენობა ასჯერ გაიზარდა.

ყოველწლიურად ოკეანეში ხვდება დაახლოებით 8 მილიონი ტონა პლასტმასი. წრიული დინებები მის კონცენტრირებას გარკვეულ ადგილას ახდენენ და შედეგად წარმოიქმნება „ნაგვის კუნძულები“.

შავი ზღვა ხმელთაშუა ზღვასთან შედარებით მეტად დაბინძურებულია, მასში ჩამდინარე დიდი მდინა- რეების შენატანის და ზღვის შედარებით ჩაკეტილობის გამო.

შავ ზღვაში ნაგვის 85% შეადგენს სხვადასხვა ტიპის პლასტმასის ფრაგმენტები, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივების და ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად თანდათან იშლება მცირე ფრაგმენტებად და ილექება წყლის ფსკერზე, სადაც ბინადრობენ წყლის ორგანიზმები.

თუმცა ყველაფერი რაც ზღვაში ხვდება, განიხილება როგორც ჰიდრობიონტების საცხოვრებელ ადგილად. რომელშიც ილექება წყალმცენარეები, ემაგრება მოლუსკის ლავრები, ან ჩნდება მცირე ზომის  კიბორჩხალები და სხვა ცხოველები. თუმცა პლასტიკის მავნე ზემოქმედება ამით არ კომპენსირდება.

შავი ზღვის კვლევები

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად აქტუალური გახდა შავი ზღვის წყლის ხარისხის მდგომარეობა  საქართველოს  აკვატორიაში.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგის გამოცდილი სპეციალისტების მიერ მუდმივად ხორციელდება კვლევის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა წყლის ეკოლოგია, ჰიდრობიოლოგია, წყლის ბიომრავალფეროვნება, მეთევზეობა და აკვაკულტურა. სააგენტო, ასევე, იკვლევს ზღვის წყლის ქიმიურ პარამეტრებს.

გარდა ამისა, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები შავი ზღვის კონტინენტური შელფის და მისი სანაპირო ეკოსისტემების კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.

გარემო ფაქტორებიდან და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე ზაფხულს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 12 სადგურზე ახორციელებს. აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფე- რული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. მიღებული მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე.

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის