USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
შავგულიძემ, გოგუაძემ და ბარამიძემ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს
Date:  915

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა, შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ პარტია დატოვეს. ამის შესახებ შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

შავგულიძემ განმარტა, რომ პარტიის დატოვების შემდეგ, ისინი ინდივიდუალურად გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან

 

„ეს გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა", - განაცხადა შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

შალვა შავგულიძე ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორისაა. ოქტომბრის არჩევნებში ის კენჭს იყრის თბილისის მთაწმინდა-კრწანისის ოლქში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way