USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
შავ ზღვაში ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინეს, რომელიც თურქეთს მომდევნო 20 წლის მანძილზე სრულად დააკმაყოფილებს
дата:  968

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი საბადო აღმოაჩინეს.

 

წინასწარი შეფასებით, საბადოში 320 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. ერდოღანი ამბობს, რომ ეს უფრო მსხვილი საბადოს მხოლოდ მცირე ნაწილია და ძებნა გაგრძელდება.

საბადო შეძლებს, თურქეთის მოთხოვნა ბუნებრივ აირზე 20 წლის განმავლობაში სრულად დააკმაყოფილოს და, შედეგად, ქვეყანა დამოკიდებული აღარ იქნება იმპორტზე. ბუნებრივი აირის წარმოების დასაწყებად 7-დან 10 წლამდე იქნება საჭირო და ამას 2-დან 3 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიცია დასჭირდება.

შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში, Tuna-1-ის ზონაში გემი Fatih ივლისის შემდეგ ეძებს საბადოებს.

ამჟამად თურქეთი ბუნებრივ აირს უმეტესწილად სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის რუსეთისა და ირანისგან ყიდულობს და ეს წელიწადში 41 მილიარდ აშშ დოლარამდე უჯდება.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати