USD 2.6967
EUR 3.1503
RUB 3.4241
თბილისი
შარშან საქართველომ $62 მილიონის შინაური ფრინველის ხორცი იყიდა
თარიღი:  1378

საქსტატის მიხედვით, შარშან წინა წელთან შედარებით ფრინველის ხორცის იმპორტისთვის ქვეყნიდან 4.5%-ით ნაკლები თანხა (2019 წელის 65.1 მლნ დოლარი) გავიდა, თუმცა იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა 5.4%-ით გაიზარდა და თუ 2019 წელს შინაური ფრინველის ხორცის იმპორტი 52 696.8 ტონა იყო, პანდემიურ 2020 წელს ქვეყანაში 55 539.8 ტონა პროდუქტი შემოვიდა.

აღსანიშნავია, რომ  ფრინველის ხორცის იმპორტში დიდი წილი ქათმის ხორც-პროდუქტებს უკავია. 2020 წელს საქართველომ 55 127.8 ტონა იმპორტირებული ქათმის ხორცი იყიდა, რომლის ღირებულებამ 61.8 მლნ დოლარი შეადგინა.

2020 წელს ყველაზე მეტი შინაური ფრინველის ხორცი თურქეთიდან, ბრაზილიიდან და აშშ-დან შემოვიდა, მაშინ როდესაც 2019 წელს სამეულში აშშ-ის ადგილს უკრაინა იკავებდა.

საიმპორტო ქვეყნების TOP-10 ასე გამოიყურება:

1. თურქეთი – 15.0 მლნ დოლარი, 13 375.5 ტონა;
2. ბრაზილია – 12.2 მლნ დოლარი, 9 802.6 ტონა;
3. აშშ – 6.2 მლნ დოლარი, 8 138.5 ტონა;
4. გერმანია – 6.0 მლნ დოლარი, 5 284.3 ტონალ;
5. უკრაინა – 5.2 მლნ დოლარი, 5 356.6 ტონა;
6. ჩინეთი – 4.0 მლნ დოლარი, 1 929.1 ტონა;
7. ნიდერლანდი – 3.6 მლნ დოლარი, 3168 ტონა;
8. საფრანგეთი – 2.7 მლნ დოლარი, 2 291.3 ტონა;
9. ლიეტუვა – 1.5 მლნ დოლარი, 1 357 ტონა;
10. დანია – 1.4 მლნ დოლარი, 1 262 ტონა.

 

ეკონომიკა
„2025 წელს ფოთის ნავსადგურმა რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა“ – APM Terminals-ის შედეგები

2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დატვირთვა გაიზარდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ნავსადგურმა რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა.

კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 12 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 636 466 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 12 თვეში 545297 TEU კონტეინერი დამუშავდა, ხოლო 2023-ში 592 589 TEU კონტეინერი.

"ამ რაოდენობის ტვირთი ფოთის საზღვაო ნავსადგურს აქამდე არ დაუმუშავებია", - ნათქვამია APM Terminals-ის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2025 წელს საკონტეინერო გემების მიღებაც 16%-ით გაიზარდა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ გასულ წელს 362 საკონტეინერო გემი მიიღო, 2024 წელს - 313, ხოლო 2023 წელს 330.

რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წელს 243 048 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 1%-ით დაბალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. 2024 წელს ეს რაოდენობა 245 748 ტონას შეადგენდა, 2023-ში 302763.

საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წელთან შედარებით მომატებულია. 2025 წელს 164 631 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 157 894 ტონა, 2023 წელს 96 434 ტონა 2025 წელს, კომპანიის მიერ დამუშავდა 18 871 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 18509 მანქანიანი კონტეინერი.

ჯამში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ 2025-ში დამუშავდა 73 864 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 73783 ავტომობილი.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის