USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენლის სახით კრისტიან დანიელსონი დანიშნა
თარიღი:  789

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„დანიელსონი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში შუამავალი იქნება და საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, ამჟამად შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში გაემგზავრება საქართველოში და პოლიტიკური დიალოგის პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარესთან შეხვედრას გამართავს.

„პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, სრულად ჩაერთონ კოსტრუქციულ დიალოგში იმისთვის, რომ მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რომ ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა შეძლოს“, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კრისტიან დანიელსონი შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო, ვიდრე 2011 წელს დაინიშნებოდა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ.

2013 წელს დანიელსონი გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახლდათ. 2015 წლიდან კი - სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად დანიელსონი შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს.

ის საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის