USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია
дата:  769

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მოგვიანებით გავესაუბრები მედიას“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს 13.00 საათზე შეხვდება.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати