USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
შარლ მიშელი: რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს
дата:  464

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს.

ჟურნალისტის კითხვაზე - რუსეთი რეგიონში დიდი მოთამაშეა. აზერბაიჯანის ეს თავდასხმა მოსკოვს ასუსტებს თუ აძლიერებს? - შარლ მიშელმა უპასუხა:

"ერთი რამ უკვე უეჭველია და ამის არდანახვა შეუძლებელია. რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს და რუსეთმა გამოთქვა სურვილი, ჰყოლოდა ჯარისკაცები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ამ შეთანხმებებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სამხედრო ოპერაცია დაიწყო რუსეთის მხრიდან მცირედი რეაქციის გარეშე, რომელიც ადგილზე იყო, რაც არ იყო ევროკავშირის შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს სამხედრო ძალა ადგილზე, როგორც მოგეხსენებათ.

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати