ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე შეხვედრას ეხმაურება.
„სალომე ზურაბიშვილთან და ყველა ლიდერთან ერთად ვიმყოფები პოლიტიკური კრიზისის გამოსავალზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ. დღეს მძიმე სამუშაო იწყება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს. ეს მიღწევა თქვენია. ახლა გამოწვევა ამის ამოქმედებაა“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.