ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანში ჩავიდა. მიშელმა შეჰიდთა ხეივანში საბჭოთა კავშირის აგრესიის დროს დაღუპულთა სასაფლაო ყვავილებით შეამკო.
„მე პატივი მივაგე აზერბაიჯანელების წინააღმდეგ საბჭოთა აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას. უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენელი ნაწილია“, - დაწერა შარლ მიშელმა „ტვიტერში“.