USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
შარლ მიშელი - მინდა ნათლად ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან
Date:  878

კანდიდატი ქვეყანა თუ ხმას აძლევს კანონპროექტებს, რომლებიც ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა ექნება გაწევრიანების პროცესზე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Euronews-თან საუბარში განაცხადა.

„მინდა ნათლად ვთქვა: კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში - ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ეს საპირისპიროა.

იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა მიშელმა.

იმაზე საუბრისას, გაიყინება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამ სადავო კანონპროექტის შედეგად, მიშელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, „გავლენა ექნებათ იმაზე თუ როგორ აფასებს ბრიუსელი ასპირანტი ქვეყნის შანსებს“.

„გაფართოების პროცესი დამსახურებებზე დამყარებული პროცესია და აზრი კანდიდატი ქვეყნებისთვის - მათთვისაც, ვისაც ევროკავშირში შესვლა სურს - ის არის, რომ ისინი პატივს სცემენ საერთო ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.

თუ ხმას აძლევენ კანონპროექტებს, რომლებიც ამ პრინციპებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, ამას გავლენა აქვს პროცესზე”, - განაცხადა მიშელმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way