USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
შალვა პაპუაშვილი: პრობლემაა, რომ ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული, ფონდების გავლით, „დროას“ მეშვეობით ხვდება კორუფციულ სქემებში
дата:  

პრობლემაა, რომ ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული, ფონდების გავლით, „დროას“ მეშვეობით ხვდება კორუფციულ სქემებში. ეს არის ნიშანდობლივი: როგორ არის დაკავშირებული ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ელიტა დავით კეზერაშვილთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ვხედავთ, რომ ქართული ჯარისგან მოპარული ფულით ფინანსდება რადიკალიზმი საქართველოში. აქ კიდევ ერთი უფრო პრობლემური საკითხია: ელენე ხოშტარიას ასევე აფინანსებენ ევროპული და ამერიკული ფონდებიდან. მე არაერთხელ მქონდა საუბარი ევროპელებთან და ამერიკელებთან, რომ უნდა გააცნობიერონ ერთი რამ: როდესაც ისინი არიან ისეთი ორგანიზაციების თანადამფინანსებლები, როგორიცაა „დროა“ ან „სირცხვილია“, მათთან ერთად თანადამფინანსებელია დავით კეზერაშვილი - სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელმაც ჯერ ქართულ ჯარს მოჰპარა ფული, შემდეგ ევროპელ პენსიონერებს მოჰპარა ფული, დღეს კი თბილად არის მოკალათებული ევროკავშირის საზღვრებში. ეს არის პრობლემა, რომ ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული, ფონდების გავლით, „დროას“ მეშვეობით ხვდება კორუფციულ სქემებში. ეს არის ნიშანდობლივი: როგორ არის დაკავშირებული ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ელიტა დავით კეზერაშვილთან“, - აცხადებს პაპუაშვილი.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати