USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა, მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა ლიდერებმა შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს
дата:  462

ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და პატივს მივაგებთ აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწისა და ისტორიული პიროვნების, თანამედროვე აზერბაიჯანის დამაარსებლის ჰეიდარ ალიევის ხსოვნასა და მემკვიდრეობას”, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მილი მეჯლისის სესიაზე საზოგადოებას.


როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დიდი მხარდამჭერი იყო.


მისი თქმით, ჰეიდარ ალიევის მნიშვნელოვანმა როლმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირების გაძლიერებაში ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობა მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად აქცია, რომელსაც ჩვენი მთავრობა განსაკუთრებით აფასებს.


ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები და პატივს მივაგებთ აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწისა და ისტორიული პიროვნების, თანამედროვე აზერბაიჯანის დამაარსებლის ჰეიდარ ალიევის ხსოვნასა და მემკვიდრეობას.


ადამიანი მისი საქმით ფასდება. პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი გახლდათ ეროვნული ლიდერი, რომელმაც თანამედროვე აზერბაიჯანის ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი შეასრულა. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის საწყისი რთული წლების შემდეგ, ბატონმა ალიევმა გააძლიერა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული სულისკვეთება, ხელი შეუწყო ეროვნულ გამოღვიძებას და მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ სახელმწიფოებრიობას. სხვადასხვა მიმართულებით ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებით, მან ქვეყანა ძლიერ, სტაბილურ და წარმატებულ სახელმწიფოდ გარდაქმნა. შედეგად, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მსოფლიოში ყველაზე ღირებული - საკუთარი ერის გული მოიგო.


პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დიდი მხარდამჭერი იყო. მისმა მნიშვნელოვანმა როლმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კავშირების გაძლიერებაში ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობა მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობად აქცია, რომელსაც ჩვენი მთავრობა განსაკუთრებით აფასებს. ენერგორესურსების სატრანზიტო მარშრუტები, რომლებსაც საფუძველი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი ძალისხმევითა და პრეზიდენტ ალიევის გამორჩეული ლიდერობით ჩაეყარა, დიდი სტრატეგიული ხედვის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს.


პრეზიდენტმა ალიევმა და მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა ლიდერებმა შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. ცოტას თუ წარმოედგინა ასეთი შორსმჭვრეტელი პროექტების მნიშვნელობა, რომლებმაც ძველი სავაჭრო მარშრუტები თანდათან აღადგინეს და რომლებიც დღესდღეობით ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ საკვანძო რგოლს წარმოადგენენ. ასე რომ, დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე საუბარიც სწორედ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ბრძნული გადაწყვეტილებების დამსახურებით არის შესაძლებელი.


ჰეიდარ ალიევმა, ისტორიულმა სახელმწიფო მოღვაწემ და გამორჩეულმა პოლიტიკოსმა, საერთაშორისო არენაზე ცნობილი, შორსმჭვრეტელი და პატივსაცემი ლიდერის სახელი დაიმკვიდრა. მან დატოვა მემკვიდრეობა, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო და კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება მისაბაძი. ამ მდიდარი მემკვიდრეობის საფუძველზე, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის შემდგომი განვითარებისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა.


ამ ღირსშესანიშნავ და ისტორიულ დღეს, მსურს, აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები ჩვენს პარლამენტებს, ქვეყნებსა და ხალხებს შორის”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати