USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოქმედებენ სხვა ქვეყნებისა და ხალხების ინტერესებით
дата:  544

განსაკუთრებით ბოლო ერთმა წელმა, რაც რუსეთის აგრესიული ომი დაიწყო, თუმცა ალბათ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტი საკმაოდ კრისტალიზირდა და ფაქტობრივად, ვნახეთ, ერთ მხარეს როგორ შეიკრიბნენ ის პოლიტიკური ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის ამოსავალია არა საქართველოს ინტერესები, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესები, სხვა ლიდერების მოწოდებები.

„ასეთ პარადოქსთან გვაქვს საქმე, რომ ქართველი პოლიტიკოსები უყურებენ და ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, მოქმედებენ არა ხალხის ინტერესებით, არამედ მოქმედებენ სხვა ქვეყნებისა და სხვა ხალხების ინტერესებით. ამიტომ 2024 წლის არჩევნებს მე სწორედ ასე ვხედავ, რაც უფრო მეტი ასეთი გაერთიანება იქნება, მით უფრო ნათელი არჩევანი ექნება ქართველ ამომრჩეველს. იქნება არჩევანი პატრიოტულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, რომლებისთვისაც საქართველო არ არის არანაირი ღირებულება. მათ რომ ჰქონოდათ ერთი გრამი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტიც კი, დღეს საქართველო იქნებოდა არეულობაში. ეს აჩვენეს ყოველ ეტაპზე, განსაკუთრებით, როდესაც რუსეთმა დაიწყო ომი. თავიდანვე აჩვენეს და გახსოვთ, რას მოითხოვდა ოპოზიცია. მოითხოვდა საქართველოს სახელმწიფოს სამხედროები გაეგზავნა ომში მოხალისეების სახით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, სამხედრო დახმარება გაგვეგზავნა უკრაინისთვის, ამას მოითხოვდა, შემდეგ უარყოფდა, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ ეს ყველა ნაბიჯი იყო ომში ჩართვისკენ. ასე რომ, საზოგადოებამ ერთი დასკვნა უკვე გამოიტანა, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ მისი ისტორიის ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. მან არ დაუშვა არც არეულობა, არც ომი და არც ეკონომიკური კრიზისი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати