USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ იმყოფება შს მინისტრი სტიქიის ზონაში
თარიღი:  

შალვა პაპუაშვილმა განმარტა თუ რატომ არ იმყოფება რაჭაში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ონის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ბატონი ვახტანგის ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არის საკითხი და, აქედან გამომდინარე, ის თავად [გომელაური], ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩართულია. მთლიანად ამ უწყებაზე (შსს) დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ხომ ხედავთ, როგორ მუშაობენ მაშველები, როგორ მუშაობს ტექნიკა და ა.შ. უწყება არის სრულად მობილიზებული, ამიტომ, თხოვნა არის, უმჯობესია, ამ საკითხთან დაკავშირებით ნაკლებად იყოს [კითხვები]“, - განმარტა პაპუაშვილმა.

შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა ძებნა გრძელდება. ამ წუთებში ცოცხალი ძალა კურორტზე ტრაგედიის ეპიცენტრშია მობილიზებული, სადაც მაშველებმა ყველაზე მეტ ცხედარს მიაგნეს. მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ ეტაპზე ცნობილია 18 გარდაცვლილისა და 18 დაკარგულის შესახებ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის