USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, რომ ეჭვის დონეზეც კი ვერ დაადასტუდა აქ სანქციების გვერდის ავლა
дата:  237

,საქართველო, როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტის დამტკიცებას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში, სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ გამოვლენილა, მიუხედავად საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის და ცალკეული ჯგუფების ინტერესისა.

,,ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი გამოსცა და ნახეთ, თუ რომელი კომპანიები არიან სანქცირებული. მათი სათავო ოფისები მდებარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმ დეზინფორმაციის ტალღისა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეჭვის დონეზეც კი ვერ დაადასტურეს ვერაფერი. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, საქართველო როგორც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა, არის ის ტერიტორია, რომლისკენაც არის ყურადღება, რომ რამენაირად გამოყენებული არ იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება და მთავრობა ამტკიცებს, რომ იმდენად ძლიერია, რომ ერთი ფაქტიც კი არ არის, თუნდაც, ეჭვის დონეზე დადასტურებული სანქციების გვერდის ავლის მხრივ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати