USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
შალვა პაპუაშვილი: არ მგონია რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს
Date:  676

ვნახე ერთ-ერთი საელჩოს განცხადება, სადაც ამოვიკითხე „უკანონო დაკავებები“. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. ამ საელჩოს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდეს თავის განცხადებაზე, გადაამოწმოს და ჩაასწოროს, რას ეძახიან უკანონო დაკავებას, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებას.

„გავიგეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები და მოწოდებები, მაგრამ არ მგონია რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა არის უკანონო. ასეთი შეცდომები ამ საელჩოებს არაერთხელ დაუშვიათ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way