USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
შალვა პაპუაშვილი - ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან ისევე, როგორც დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა
Date:  309

მე, ავუხსენი პრეზიდენტს, რომ ჩვენ რამე ოფიციალური მოწვევა უკრაინის პარლამენტისგან არ გვქონია. ამიტომ, ეს სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არ იყო. მე საჯაროდაც არაერთხელ განვმარტე, ჩვენ ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან, - ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

,,დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა. მას სურდა ჰქონოდა მოწვევა, მაგრამ, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მიეწვია საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მოწვევა არ გვქონია და იყო მეგობრობის ჯგუფის დონეზე პირადი მიწვევა სხვადასხვა ფორმატებზე. ამ აჟიოტაჟის შემდეგაც გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან, რადაში. პირიქით, ისინი გამოვიდნენ ჩვენთან კონტაქტზე, რა ხდება, რატომ იყო ეს აჟიოტაჟი ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, რაიმე ოფიციალური მოწვევა არ ყოფილა, იყო ცალკეული მეგობრობის ჯგუფების ფორმატში და, ასე ვთქვათ, შეთავაზებები, მაგრამ არ ყოფილა ეს ოფიციალური. უპრეცედენტო მასშტაბის აგრესიას ვაკვირდებით ყველა. ეს არის ისეთი ტკივილი, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი განიცდის, ისეთი ომი, რომელშიც უკრაინელი ხალხი არის და ამის დაყვანა ასეთ საკითხამდე, რომ ვინ, სად დადგება და სად გადაიღებს „სელფის“, ეს უბრალოდ არ არის სწორი და მართალი საქციელი. კიდევ ერთხელ, ჩვენ ჩვენს კოლეგებთან გვაქვს კომუნიკაცია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წყენა და ამაზეც ვსაუბრობთ ხოლმე. კიდევ ერთხელ, ვიდრე უკრაინა არის ამ უსამართლო ომში, ჩვენი სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელი ხალხის მიმართ არის უპირობო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way