USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
შალვა პაპუაშვილი - მივმართავ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში - სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გაამწვავოს მდგომარეობა
Date:  244

მივმართავ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, დარჩნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია მისი განცხადებებით და გეგმებით ცდილობს, ყველანაირად გაამწვავოს მდგომარეობა, წაიყვანოს მოქალაქეები კანონის დარღვევაზე და ამას ვხედავთ პირდაპირ ეთერში , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მისი განცხადებებით და გეგმებით ცდილობს მდგომარეობის გამწვავებას.

„ნებისმიერი აზრი უნდა გამოითქვას კანონის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, განსხვავებით რადიკალებისგან, სწორედ ამ საკითხს გააცნობიერებენ და ასე მიუდგებიან. ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებმაც ვნახეთ ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან იმართებოდა ემოციებით და ამ ემოციებმა განაპირობა ალბათ ის, რომ აისბერგებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში ყველა ყინულს მივეხეთქეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way