USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირში წევრობის დაპირება განმტკიცებული უნდა იყოს მისი ინსტიტუტების თანმიმდევრული მიდგომით, რომელშიც ნაკლებად იქნება სუბიექტური და პარტიული ინტერესები
дата:  365

დღევანდელ კრიზისულ პერიოდში, რომელიც, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება, ევროკავშირს აქვს საუკეთესო დრო იმ როლის და ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც ის შეიქმნა.... საქართველოს ამჟამად რაც ყველაზე მეტად სჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არის მკაფიო, გაზომვადი და ინსტიტუციური პროცესი, ნაკლებად სუბიექტური, მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებებით - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს..

,,დღევანდელ კრიზისულ პერიოდში, რომელიც, როგორც ჩანს, მალე არ დასრულდება, ევროკავშირს აქვს საუკეთესო დრო იმ როლის და ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც ის შეიქმნა: მდგრადი რეგიონული მშვიდობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის შექმნისა და განმტკიცებისთვის. ევროკავშირს შეუძლია, დაიბრუნოს თავისი „რბილი ძალა“ სიმართლისა და მორალურობის მხარეს დგომით და იმ ღირებულებების განმტკიცებით, რომლებსაც განასახიერებს ეს ორგანიზაცია.

მჯერა, რომ ამისთვის სამი რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი, ევროკავშირმა, როგორც თავად დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საყოველთაოდ ცნობილმა დამცველმა, უნდა ითანამშრომლოს სხვა დემოკრატიებთან. ევროკავშირს ბევრი რამ აქვს გასაზიარებელი - ევროკავშირის დამფუძნებელი მამების მიერ მის საძირკველში ჩადებული დემოკრატიული ღირებულებები; ის სიკეთეები, რომლითაც მისი მოქალაქეები სარგებლობენ და რაც ევროკავშირს მსოფლიო დონეზე ასე მიმზიდველს ხდის; და თავისუფლებისა და მშვიდობის სივრცე. სხვა პარტნიორ დემოკრატიებს ასევე ბევრი რამ აქვთ გასაზიარებელი, მათ შორის, საქართველოს, რომელიც თავისუფლებისა და მშვიდობის, ევროპის იდენტობის სადარაჯოზე მდგომი ერთგული ოპტიმისტია; რომლის მრავალსაუკუნოვან კულტურას შეუძლია ევროპის გამდიდრება; და რომელსაც სახელმწიფოს მშენებლობისა და დემოკრატიზაციის ღირებული გამოცდილება გააჩნია.

მეორე, ევროპის სიძლიერე სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებებიდან უნდა მომდინარეობდეს. დეზინფორმაციასთან დეზინფორმაციით ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული. ევროკავშირი ყოველთვის ასოცირდებოდა ნამდვილ პროგრესულ ღირებულებებთან და თითქმის მეცნიერულ დონეზე დაფუძნებულ განვითარებასა და კეთილდღეობასთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იკვეთება მყარ ფაქტებზე მაღლა აღქმების დაყენების ტენდენცია. დეზინფორმაციის ამჟამინდელ ცუნამში, ევროკავშირის ნამდვილი სიძლიერე იმ მოსაზრებების გაძლიერებაა, რომლებიც არა აღქმებს, არამედ ფაქტებს ეფუძნება. ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა აძლიერებს დემოკრატიას, აღქმებზე დაფუძნებული კი ასუსტებს მას. თუ გვსურს საზოგადოების ნდობის შენარჩუნება, ჩვენმა, დემოკრატიული მმართველობის ინსტიტუტებმა, გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტებზე დაფუძნებული მიდგომა უნდა გამოიყენონ.

და მესამე, ევროკავშირში წევრობის დაპირება განმტკიცებული უნდა იყოს მისი ინსტიტუტების თანმიმდევრული მიდგომით, რომელშიც ნაკლებად იქნება სუბიექტური და პარტიული ინტერესები. წევრობის დაპირება საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობისთვის, კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის ძლიერ ინსტრუმენტს წარმოადგენს. წარმატებით ვნერგავთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. ამჟამად, რაც გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, არის მკაფიო, გაზომვადი და ინსტიტუციური პროცესი, ნაკლებად სუბიექტური, მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებებით.

მე მჯერა ევროპის. ჩემს თავისუფლების მოყვარე ერს ასევე სჯერა ევროპის. დროა, ევროპასაც სჯეროდეს საკუთარი თავის და სჯეროდეს ჩვენი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати