USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
შალვა პაპუაშვილი - ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს
თარიღი:  

არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და ამით ჩინეთზე, როგორც ანაკლიის პორტის შესაძლო მთავარ ინვესტორზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა, ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, ოპოზიციონერების მხრიდან უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის.

„საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ეხმიანება ის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს. ქვეყნის მთავარი დამცველი მისი ხელისუფლებაა და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებები. ჩინეთის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში კატეგორიულად რატომ უნდა გამოვრიცხოთ? რატომ არის საფრთხე? თუ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საფრთხეა, ეს ძალიან საინტერესოა. ანაკლიის პორტი სახელმწიფო პროექტია და აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობს იმაზე, რომ პროექტი შეიძლება ვინმეს გადაეცეს, თუმცა რა თქმა უნდა, ჩინურ ინვესტიციებში საფრთხეს ვერ ვხედავთ. არათუ საფრთხეს ვერ ვხედავთ, არამედ მივესალმებით მათ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ნებისმიერი ინვესტიცია მისასალმებელია. ჩინეთზე, როგორც საფრთხეზე საუბარი, უპასუხისმგებლობაა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციონერები და „ჩინეთის ახლად გამოჩეკილი ექსპერტები“ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას ვერ ხვდებიან, ისინი პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის, როგორც შუა დერეფნის როლის შემსრულებელი ქვეყნისთვის, ჩინეთთან პარტნიორობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანაა, რადგან ერთდროულად როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს.

„ჩინეთთან პარტნიორობა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური მიღწევაა. რაც შეეხება ურთიერთობის გაღრმავებას, ეს როგორც პარლამენტის საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის, ასევე მთავრობის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი იყო. ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენი მიზანი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ. როდესაც საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩინეთს. სხვადასხვა საქონლის ტრანსპორტირებისას, სწორედ ჩინეთია ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, რომ ეს სატრანსპორტო დერეფანი დატვირთოს.

სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკოსი თუ ახლად გამოჩეკილი ჩინეთის ექსპერტი, რომლებიც აქამდე ჩინეთზე ერთ სტატიასაც არ კითხულობდა, ახალა ამ შეთანხმებაზე საუბრობს. თუ ეს ხალხი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას ვერ ხვდება, პოლიტიკაში გამოსაჩენები არ არიან. იქიდან გამომდინარე, რომ არც ცოდნა და არც კომპეტენცია არ ჰყოფნით, თითოეულ წინადადებას ეჭიდებიან.

ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მიიღეს საქართველოს მთავრობა ჩინეთში. სხვათა შორის, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს. ამ კუთხით, ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა ვართ, რადგან ერთდროულად როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის