USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
შალვა ოგბაიძე - თუ საავტობუსო ზოლში ტაქსით მოძრაობის მიზნობრიობა არ დადგინდა, სატრანსპორტო საშუალება „A“ კატეგორიის ნებართვიდან ერთი წლის ვადით იხსნება
дата:  382

თუ საავტობუსო ზოლში ტაქსით მოძრაობის მიზნობრიობა არ დადგინდა, სატრანსპორტო საშუალება „A“ კატეგორიის ნებართვიდან ერთი წლის ვადით იხსნება, - ამის შესახებ სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დადგინდება, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ზოლში მოძრაობის მიზნობრიობა არ შეესაბამება ტაქსით მგზავრთა გადაყვანას.

„დღეს, საკრებულოს სხდომაზე წარმოდგენილია დადგენილების პროექტი, რომელიც მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ზოლში მოძრაობის მიზნობრიობა არ შეესაბამება ტაქსით მგზავრთა გადაყვანას, სატრანსპორტო საშუალება „A“ კატეგორიის ნებართვიდან იხსნება ფაქტის გამოვლენიდან ერთი წლის ვადით. ამასთან, ამ 1 წლის განმავლობაში, დაუშვებელია იმავე სატრანსპორტო საშუალების დამატება ნებისმიერ სხვა „A“ კატეგორიის ნებართვაზე, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ცვლილებისა“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ 2023 წლის 1 აპრილიდან, A კატეგორიის ნებართვის მქონე 10 წლის და ქვემოთ წლოვანების ავტომობილს შესაძლებლობა აქვს მგზავრთა ჩასხდომა/გადმოსხდომის მიზნით სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გაჩერდეს/იმოძრაოს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ნებართვის მფლობელები სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილდებიან არა მომსახურების გაწევისას მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით, არამედ ზოლებს იყენებენ პირადი მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფად გადასაადგილებლად.

„მოცემული რეგულაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დედაქალაქი ორიენტირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა კომფორტულ, უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებაზე. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ამ მიზნების განხორციელებას დაექვემდებარება ჩვენი მხრიდან მყისიერ რეაგირებას“, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати