USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
შალვა ხაჭაპურიძე - „ვივამედის“ განცხადება მიხეილ სააკაშვილისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო
თარიღი:  380

ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო - მას მოლოდინი აქვს, რომ გადაიყვანენ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო. მან თქვა, რომ არანაირ პროცედურაზე უარს არ აცხადებს. თუ რამე მკურნალობის შემოთავაზებაა, ყველაფერზე თანხმდება. მე ავადმყოფობის ისტორია მოვითხოვე, ადმინისტრაციაში ადვოკატებს აღარ გვიშვებენ. უფრო მეტიც, ორი კვირის წინ მოთხოვნილ ავადმყოფობის ისტორიაზე დავარაშვილი გაცემაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ როცა გაწერენ მიხეილ სააკაშვილს მაშინ გავამზადებო. ერთი სიტყვით, დაცვის მხარემ არაფერი არ იცის მის გადაყვანასთან დაკავშირებით.

მას მოლოდინი აქვს, რომ გადაიყვანენ. მისი თქმით, არაფერი არ არის ამათგან გამორიცხულიო. ერთ-ერთ მკურნალ ექთანს ვესაუბრე, ესენიც გაკვირვებულები არიან ეს როგორ უნდა მოხდეს. ავადმყოფობის ისტორიას, რომელსაც ბოლო დღეებია არ გვაძლევენ, წინა ავადმყოფობის ისტორიაში არ არსებობდა არც ერთი ჩანაწერი, თავად კლინიკა „ვივამედის” მიერ, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს რამე მკურნალობაზე. საერთოდ ერთი თვეა არანაირი განცხადება არ გაგვიკეთებია, არც „ვივამედის“ და არც პენიტენციური დაწესებულების მიმართ, თავად სახელისუფლებო ტელევიზიებმა დაიწყეს, გუშინ ამაზე ატეხეს ერთი ამბავი და ბოლოს დაგვირგვინდა იმით, რომ „ვივამედმა“ ეს განცხადება გააკეთა. ჩვენ ეს ხალხი არც გაგვილანძღია და არც საყვედური გვითქვამს, თუმცა სასაყვედურო ბევრი აქვთ, რადგანაც ცეცხლის ხაზი გახსნეს, დღეიდან ვუსაყვედურებთ. სად არის თამარ დავარაშვილის დაწერილი სამედიცინო ისტორია, რომელიც მოვითხოვეთ, დაახლოებით, სამი კვირის წინ? რატომ არ უშვებენ ადვოკატებს ადმინისტრაციაში, რომ ეს დოკუმენტები მოვითხოვოთ? რატომ არ უტარდება სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა? საერთოდ რატომ არის სააკაშვილი ისეთ კლინიკაში, სადაც დემენციით მკურნალობა შეუძლებელია? მათ ფსიქიატრიულის ლიცენზია არ აქვთ. რატომ ხდება ეს დარღვევები და კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილს რატომ აწამებენ?”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის