USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
შალვა ხაჭაპურიძე - ეჭვი მაქვს, რომ პოსტი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის
дата:  519

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ პოსტი, რომელიც დღეს სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის.

საკუთარ ფეისბუკზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განმარტავდა, რომ მას მოწამვლასთან დაკავშირებით ადვოკატებთან ეჭვი არასდროს გამოუთქვამს.

"მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს. თუ დაწერა, საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი, თუ არ დაწერა, ამასაც გავარკვევ. ეჭვი მაქვს, რომ არ დაუწერია. თვეებია, განცხადებას ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ მას ორგანიზმში შესაძლოა, გარკვეული მეტალები ჰქონოდა და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. უშუალოდ "ვივამედის"ერთ-ერთმა ექიმმა 15 მაისს განაცხადა, რომ სააკაშვილის ანალიზები უნდა გადამოწმებულიყო და ანალიზები ჩატარებოდა, რათა დადგენილიყო ხომ არ იყო მის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალები. მისი სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში გადაგზავნეს, პასუხში აღნიშნული იყო, რომ მას არ აღენიშნებოდა ტოქსიკოლოგიის ნიშნები. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ მინერალები სისხლის ანალიზში ვერ აღმოჩნდებოდა, საჭირო იყო დამატებითი კვლევა. ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, სააკაშვილს გარკვეული მინერალები აღენიშნებოდა, ამჟამად ტოქსიკოლოზი მუშაობს, საიდან შეიძლება მას ეს ნივთიერებები ჰქონოდა. თუმცა, პირადად ჩემ მიერ მოწამლვაზე ინფორმაცია არასდროს გაჟღერებულა, მოწამლვა დანაშაულია, მინერალები მას ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტებით შეიძლებოდა ჰქონოდა. ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება ძნელია, 2-3 დღეში იქნება პასუხი",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე, სააკაშვილთან მის შესაძლო მოწამვლაზე უსაუბრია თუ არა, ადვოკატი ასე პასუხობს: "მე პირადად არა".

ხაჭაპურიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოველდღე შეიძლება სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილი შესაძლოა, გათავისუფლდეს, მითუმეტეს, იქ აქცენტები კეთდება მე-18 მუხლზე",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.ა

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати