USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
სერგო ვარდოსანიძე - 26 აპრილი დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღეა
თარიღი:  891
1887 წლის 5 ნოემბერს სტავროპოლში ვერაგულად მოკლული დიმიტრი ყიფიანის ნეშტი მთაწმინდისაკენ დაიძრა...ზღვა ხალხი მიაცილებდა "რაინდსა ურჩსა მტრისასა"...
კაცი ყოველი ღირსებით შემკული,ყოველი ეროვნული საქმის წამომწყები და მხურვალე მონაწილე გაბედულად იბრძოდა მეცხრამეტე საუკუნეში ქართული ეროვნული საქმის დასაცავათ,მან სასტიკად გაამათრახა კავკასიის განათლების მზრუნველ ქართველ მოძულე კირილე იანოვსკის პედაგოგიურ თეორიები, "ჩინგის ხანმა,ლანგ- თემურმა,შაჰ აბასმა,ნადირ შაჰმა ვერ შემუსრეს ჩვენი ენა და თქვენ გინდათ შემუსროთ?"
დიმიტრი ყიფიანი დიდ თერგდალეულებთან ერთად იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აქტიური წევრი, მისი აზრით"განათლება ყველას გვათანაბრებს."
1886 წელი მძიმედ დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რექტორი ჩუდეცკი სემინარიელებს სასტიკად ექცეოდა,სულ შიშები ჰქონდა რევოლუციურ იდეებს მის კედლებში არ შეეღწია. ერთ-ერთი ვერსიით სემინარიის სტუდენტი იოსებ ლაღიაშვილი ქართული წიგნის კითხვის გამო გარიცხა სემინარიიდან...
24 მაისს დამწუხრებული იოსები სემინარიის კანცელარიაში მივიდა და მდივანს გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების მოწმობა მოსთხოვა ამ დროს კანცელარიაში რექტორი შემოვიდა და მდივანს უბრძანა არ მიეცა სტუდენტისათვის მოწმობა,სტუდენტსა და რექტორს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა სტუდენტი ლაღიაშვილი:"მაშ რა ვქნა ყაჩაღად გავვარდე? რექტორი ჩუდეცკი: "დიახ, შენთვის ზედგამოჭრილია," ლაღიაშვილი:"თუ ასეა შენით დავიწყებ," მან ბებუთი დააძრო და რამდენჯერმე დაჰკრა ჩუდეცკის,რომელიც ჭრილობებისაგან მალევე გარდაიცვალა...
იოსებ ლაღიაშვილი დააპატიმრეს და მცირეწლოვანების გამო დახვრეტის ნაცვლად სახალინზე გადაასახლეს.
საქართველოს ეგზარქოს პავლეს(ლებედევი) განკარგულებით განსვენებულ ჩუდეცკის ნეშტი გადაასვენეს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში,სადაც ერთ-ერთი ვერსიით ეგზარქოსმა თავისი ქადაგება ამ სიტყვებით დაასრულა: "წყეულიმც იყოს ის ერი ,რომელმაც ავაზაკი ლაღიაშვილი შობაო", ერის მაწყევარ ეგზარქოსს დაუყოვნებლივ უპასუხა დიმიტრი ყიფიანმა.
"თქვენო უსამღვდელოესობავ!
მიიღეთ მწყემსმთავრული მოწყალება და თუ, – დაუჯერებელ ხმებს აყოლილი, – ვცოდავ თქვენს წინაშე, განმიტევეთ ჩემი დიდი შეცდომა. მაგრამ ეს ხმები მოგაწერენ, თითქოს თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც, ამდენად, თქვენგან, როგორც ქრისტეს პირველმსახურისა და წარმომადგენლისგან, მარტოოდენ სიყვარულსა და მოწყალებას მოელოდა.
იგივე ხმები არა სჯერდებიან თქვენი ღირსების შეურაცხყოფას და იმასაც მოგაწერენ, თითქოს სამწყსოს წინაშე ბოდიშის მოხდას აპირებდეთ თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვების უზომო ცოდვიანობის გამო.
თუ ეს ყოველივე მართალია, მეუფეო, თქვენი წოდებრივი ღირსების გადარჩენა ამასღა შეუძლია, – შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს შეურაცხყოფილი ქვეყნიდან. ამას წრფელი გულით მოგახსენებთ თქვენივე სამწყსოს ერთი წევრი, რომელსაც სურს, ქვეყანას მორიგი განუზომელი ცოდვა ააცილოს.
ხოლო თუ ეს ყოველივე მართალი არ არის, შემინდეთ და მოიღეთ ჩემზე თქვენი მწყემსმთავრული ლოცვა-კურთხევა. თქვენი უსამღვდელოესობის მორჩილი მსახური
დიმიტრი ყიფიანი
8 ივნისი. 1886.სადგური მიხაილოვო (ხაშური).
ეგზარქოსის ქადაგებამ დიდი მღელვარება გამოიწვია საზოგადოებაში, შეშინებულმა ეგზარქოსმა თავი იმართლა,ხოლო მთავარმართებელმა დონდუკოვ-კორსაკოვმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს მოსთხოვა დიმიტრი ყიფიანის დასჯა...
დიმიტრი ყიფიანი იმპერატორის ბრძანებით გადააყენეს თავად-აზნაურთა წინამძღოლობიდან და გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც მიგზავნილმა მკვლელმა სიცოცხლეს გამოასალმა. "ის ტვინი,რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა თავზე გადაანთხიეს...იმ გულზე,რომელიც სამშობლოსათვის ძგერდა,ცივი ხელები დააკრეფინეს" (აკაკი წერეთელი).
p.s.მეოცე საუკუნის 20- იან წლებში სან-ფრანცისკოს დასასვენებელ პარკში ორი ქართველი ემიგრანტი სევდიანად საუბრობდა საქართველოზე, იქვე სკამზე მჯდომი მამაკაცი ქართული საუბრის გაგონებაზე ფეხზე წამოდგა -ქართველები ხარ? დიახ, უპასუხეს მათ. მე იოსებ ლაღიაშვილი ვარ სწრაფად წარმოთქვა ეს სიტყვები და წავიდა...
ამის შემდეგ მასზე არავის არაფერი სმენია.
წყარო:
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის