USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
სერგეი შამბა რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე - საჭიროა საქართველოსთან საუბარიც
Date:  472

რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირის შესაძლო გახსნის თემა 10 წლის წინ განიხილებოდა, მაგრამ შეთანხმებას „ქართული მხარის“ პოზიციის გამო ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

„ამ თემაზე სერიოზული დისკუსიები შედგა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რადგან ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვდა, რომ აფხაზეთში რკინიგზისთვის უნდა ეწოდებინათ იგივე, რაც საბჭოთა პერიოდში ერქვა - საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი, აფხაზური მხარე ამას არ ეთანხმებოდა, - განაცხადა სერგეი შამბამ.

მისი თქმით, ახლა, როდესაც სარკინიგზო კომუნიკაციის ჩრდილოეთ კავკასიის გავლით გახსნის საკითხი დადგა, „ლოგიკურად გაჩნდა აფხაზეთის პარლამენტის წინადადება“.

„თუკი ვსაუბრობთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივების განვითარებაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა გავხსნათ ყველა კომუნიკაცია, საჭიროა კომუნიკაცია და ვაჭრობა,“- აღნიშნა შამბამ.

მისი თქმით, დროა, რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყოს, რის გარანტსაც ეკონომიკური პროცესები წარმოადგენს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული.

„ამ მხრივ საჭიროა საქართველოსთან საუბარიც, რადგან იგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული სარკინიგზო კავშირის გახსნით,“- აცხადებს შამბა.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way