USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
სერგეი შამბა - საუბარი იმაზე, რომ დიალოგი საჭირო არ არის, სისულელეა
дата:  661

პარტია „ედინაია აბხაზიას“ ლიდერის სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად, საჭიროა მშვიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მართებულად არის აღნიშნული, რომ პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად, აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმების დადება და იმ პოლიტიკაზე უარის თქმა, როდესაც აფხაზეთს უწოდებენ ოკუპირებულ ტერიტორიას და ყველაფრის ისე წარმოჩენა სურთ, თითქოს, ჩვენი ქმედებები რუსეთისგან არის ნაკარნახევი. ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს და ამ დოკუმენტით ვიმოქმედებთ. როდესაც ასეთი დრო დადგება, იქნება რეალური შედეგი. ახლა კი, საუბარი იმაზე, რომ საჭირო არ არის დიალოგი, სისულელეა. მე ვერ წარმომიდგენია, ამას როგორ ამბობენ ჭკვიანი ადამიანები“,- განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, ქვეყნები მოლაპარაკებებს მართავენ სხვადასხვა დონეზე აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ. ამის მაგალითად, მას მოჰყავს 1997 წელს ვლადისლავ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის შესახებ.

„ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და, რა თქმა უნდა, როგორმე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ“, - აცხადებს შამბა.

დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აფხაზური მხარე გაკვირვებულია პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციით.

спорт
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ევროპის ძიუდოს კავშირმა ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. ჯილდო ქართველ სპორტსმენს ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთიმ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდი კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გახდა.
ტატო გრიგალაშვილი საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დასახელდა. ის 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ხოლო შალვა გურეშიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати