USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
სერგეი შამბა - მუდმივ მტრობაში ცხოვრება, შეუძლებელია
თარიღი:  2917

8 აგვისტოს, ჩვენთვის კარგად ცნობილი აფხაზი პოლიტიკოსის - სერგეი შამბას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სახელწოდებით - „მუდმივ მტრობაში ცხოვრება შეუძლებელია“. შეგახსენებთ - სერგეი შამბა, სულ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების საბჭო მდივნად დაინიშნა. ეს ის შამბაა, რომელიც 1997 წელს არძინბასთან ერთად, ხოლო 2006 წელს ბჟანიასთან (ე.წ. პრეზიდენტი) და ანქვაბთან (ე.წ. პრემიერ-მინისტრი) ერთად ეწვია თბილისს. იგი „პრაგმატიკოსთა“ ჯგუფს განეკუთვნება და მიიჩნევს, რომ აფხაზეთისთვის აუცილებელია საქართველოსთან და დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.

ვრცელ ინტერვიუში უაღრესად საინტერესოა გზავნილებია თბილისისადმი და ასე ვთქვათ, აფხაზების ჩვენთან ურთიერთობების ერთგვარ ხედვას წარმოადგენს.

შამბა თვლის, რომ აუცილებელია დიალოგის აღდგენა. "ამ დიალოგმა არავის უხერხულება რომ არ შეუქმნას (სტატუსის საკითხები და ა.შ.) ვისაუბროთ არაფორმალურ გარემოში, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. რისი კარგი მაგალითი იყო ე.წ. „შლაინინგის ფორმატი“, რომელიც 2007 წლამდე ფუნქციონირებდა და ოფიციალური პირების არაოფიციალურ პლატფორმას წარმოადგენდა.

უნდა შეწყდეს გალში ქართველების შევიწროვება, ვისაც უნდა აფხაზურ პასპორტებს დავურიგებთ, რადგან მათი იდენტობის ძალისმიერი შეცვლის პოლიტიკა არ ამართლებს და ამგვარი მცდელობები, ამ ხალხს მხოლოდ აბოროტებს. საჭიროა ეკონომიკური ურთიერთოების ლეგალიზაცია; ვაჭრობა მაინც მიდის ენგურის გავლით და როდემდე უნდა ავარიდოთ ამას თვალი."

რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ დასავლეთთან ურთიერთობა აუცილებელია ჩვენთვისო - აცხადებს შამბა.

ანუ საბოლოო  გზავნილი თბილისისთვის - „აქ ვართ - მზად ვართ“; დასავლეთისთვის: „რუსეთი - კი, მაგრამ თქვენც“; რუსეთისთვის: „დიდი მადლობა, მაგრამ სხვებთანაც გვალაპარაკე“.

ნაწყვეტები ინტერვიუდან https://www.ekhokavkaza.com

რა საფრთხეებს ხედავთ გარე სამყაროდან ამ მომენტში აფხაზეთისთვის.

მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი საფრთხე საქართველოდან მოდიოდა. ამ დრომდე ჟენევაში ვცდილობთ შევთანხმდეთ მშვიდობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე, მაგრამ ეს არ ხდება, რადგან ქართული მხარე თვლის, რომ ეს იქნება სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, და ამრიგად, გარკვეულწილად, აფხაზეთის, როგორც თანაბარი პარტნიორის, აღიარება.

უნდა ითქვას, რომ 1997 წელს, როდესაც ვლადისლავ არძინბა (ევგენი) პრიმაკოვის ინიციატივით ეწვია თბილისში, მე ვიყავი ამ დელეგაციაში - მაშინ თბილისში ხელი მოეწერა მემორანდუმს, სადაც წერია, რომ მხარეები უარს იტყვიან ძალის გამოყენების და თუნდაც ძალის გამოყენების მუქარაზე. ასე რომ, ასეთი დოკუმენტი, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწერა - (ედუარდ) შევარდნაძემ და (ვლადისლავ) არძინბამ - არსებობს.

2008 წლის მოვლენების შემდეგ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენ დღეს გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რაც გვაძლევს უსაფრთხოების კარგ გარანტიებს.  დღეს საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენების საფრთხე აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორც ეს იყო ომის შემდეგ წლების შემდეგ.

ყველა საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასთან, ჩვენს სუვერენიტეტთან, პოლიტიკურ სიბრტყეში მდებარეობს. ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და კონსოლიდაცია შეიძლება შეფერხდეს მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკური ურთიერთობებით, რაც გამოიხატება კონსენსუსის პოვნის უუნარობასა და სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტისადმი არარაციონალური მიდგომაში.

არსებობს ფუნდამენტური ხასიათის საკითხები, სადაც შეუძლებელია კომპრომისზე ლაპარაკი - ეს არის ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნება, აქ კომპრომისები არ შეიძლება.

სერგეი მირონოვიჩ, არც ისე დიდი ხნის წინ, ასლან გეორგიევიჩ ბჟანიამ, საჯარო გამოსვლისა თქვა, რომ ”ჩვენ გვჭირდება დიალოგი საქართველოსთან”. თქვენი აზრით, რა იგულისხმებოდა ამ ნათქვამში - აუცილებელია თუ არა საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობაზე ფიქრი და თუ კი, მაშინ რა სახის ურთიერთობებზეა საუბარი?

მე თვითონ არაერთხელ მითქვამს, რომ საჭიროა დიალოგი, რადგან აშკარაა, რომ არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა ჩვენსა და საქართველოს შორის. და როდესაც პრობლემებია, მაშინ აუცილებელია მათ მოგვარებაზე საუბარი. ძალიან ხშირად მესმის იმათგან, ვინც წინააღმდეგია ასეთი დიალოგის სიტყვები: "არა, ჯერ საქართველომ გვაღიაროს", "არა, ჯერ ეს გააკეთონ ან ეს", მაგრამ ავიწყდებათ,  რომ ამის მისაღწევად საუბარია საჭირო.

მრავალი წლის განმავლობაში დიპლომატი ვარ, ასე რომ, ვიცი, რომ ნებისმიერი პრობლემა დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს. რამდენიმე რთული საკითხი შეიძლება მოგვარდეს ათწლეულების განმავლობაში, თან ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ცალსახაა, რომ ჩვენ მეზობლები ვართ. გვყავს მეზობლები - რუსეთი და საქართველო, და გვინდა არ გვინდა, ჩვენი ურთიერთობები ბედისწერით არის განსაზღვრული.

დიახ, ომი იყო..იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე ინტერვენცია საქართველოს მხრიდან, ასევე იყო საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენცია აფხაზეთის მხრიდან - ეს ყველაფერი ჩვენს ისტორიაში იყო.

შეუძლებელია მუდმივ მტრობაში ცხოვრება. ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ჩვენი ისტორია - ომი… ჩვენ მშვენივრად ვიცით, ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი; მაგრამ ეს გვერდი უკვე გადავფურცლეთ, ეხლა საჭიროა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენს შვილებზე. ჩვენ არ შეგვიძლია აღვზარდოთ ახალგაზრდა თაობა სიძულვილით, ეს არ შეიძლება, ამით ჩვენ ვანგრევთ ახალგაზრდების სულებს. ეს ყველაფერი წარსულშია, ამიტომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მეგობრული ურთიერთობები.

თუ საჭიროა დიალოგი, რა საკითხებს ხედავთ, რომლებზეც შეიძლება დიალოგის დაწყება?

დავიწყებდი არაფორმალურ დიპლომატიით, არასამთავრობო ორგანიზაციებით. ასეთი კონტაქტები, ძალიან ინტენსიური იყო, ვლადისლავ არძინბას დროსაც კი. იყო „შლაინინგის ფორმატი“,  და სხვადასხვა შეხვედრა სხვადასხვა დონეზე - საზოგადო მოღვაწეები ხვდებოდნენ ერთმანეთს, ზოგჯერ სახელმწიფო მოხელეებიც მონაწილეობდნენ ასეთ არაფორმალურ შეხვედრებში.

შეგვიძლია ამით დავიწყოთ და თანდათანობით გამოვკვეთოთ ის თემები, რომელზე მსჯელობაც შესაძლებელია. ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ”არა, ლაპარაკი არ გვჭირდება”, ივიწყებენ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს დიალოგი. ახლა არ ვლაპარაკობ ჟენევის შეხვედრებზე, მაგრამ ენგურჰესი - ეს ჩვენი საერთო პრობლემაა და მხარეებს შორის ამ საკითხზე მუდმივი კონტაქტებია.

ბევრჯერ მითქვამს, რომ აუცილებელია ენგურის ხიდზე უკანონო ვაჭრობის დაკანონება, ლეგალიზაცია, მაგრამ ბევრი წინააღმდეგია. ახლახან პარლამენტში შედგა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, იყო მოლაპარაკება დეპუტატებთან, და იმ არგუმენტებს, რომელიც მე მოვიყვანე, მხარი დაუჭირა დამსწრე საზოგადოების უმეტესობას, მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმაც.

რა იყო ეს არგუმენტები?

არალეგელური ვაჭრობა სინამდვილეში ხდება, მხოლოდ აკრძალვები არაფერს გვაძლევს, მთელი ფინანსური ნაკადი მიდის ჩვენი ბიუჯეტის მიღმა, რაზეც ზოგიერთები დიდ ფულს შოულობენ უკანონოდ. ეს მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ლეგალიზაციას გავლენიან ძალები უპირისპირდებოდნენ და სათავისოდ იყენებდნენ იმ  ფაქტს, რომ ჩვენ საზღვარზე ხვრელი გვაქვს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მიედინებოდა ნავთობპროდუქტების და ბენზინის ნაკადები აფხაზეთიდან საქართველოში, რადგან აქ საწვავი იაფი იყო, იქ მიდიოდა სიგარეტი, თხილი დღესაც იქ მიდის. კონტრაბანდა არის ყველგან - შეგიძლიათ ნახოთ იგი მაღაზიებსა და ბაზარზე. როგორ ხდება ეს? რატომ არ უნდა ჩამოვაყალიბოთ საბაჟო კონტროლი საზღვარზე და რატომ არ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დაკანონება?

მე არ ვსაუბრობ საქართველოსთან ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების აუცილებლობაზე, სახელმწიფოთაშორისი - ეს დღეს არარეალურია, ამას თავად საქართველო არ დათანხმდება, მაგრამ ჩვენ საზღვარზე საჭირო გადასახადების დაწესებით შეგვიძლია მივიღოთ შემოსავალი იმ საქონელიდან, რომელიც იქიდან აქეთ ან აქედან იქეთ მიემართება. ეს არის ის, რაზეც მე ვლაპარაკობდი.

როგორ უყურებთ კონტაქტების საჭიროებას დასავლეთთან - ჭირდება ის აფხაზეთს და უნდა იყოს თუ არა ეს ვექტორი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში?

უეჭველად. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და უნდა გვქონდეს სრულყოფილი საგარეო პოლიტიკა. დღეს რუსეთმა გვცნო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთი არის უზარმაზარი ქვეყანა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ყველა ჩვენი ინტერესის მოგვარება, თუ ეკონომიკაზე ვისაუბრებთ. მაგრამ ჩვენი ამოცანაა დავამყაროთ ურთიერთობა მთელ სამყაროსთან, ჩვენ უნდა გვცნოს მსოფლიო საზოგადოებამ. იმისათვის, რომ ჩვენ მსოფლიო საზოგადოებამ გვაღიაროს, ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ ამას, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომ ჩვენ ვართ განვითარებადი სახელმწიფო, გვინდა, რომ შევესაბამებოდეთ იმ ფასეულობებს, რომლებიც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ჩვენი არაკონსტრუქციული ქმედება ვერ შეგვიქმნის მიმზიდველ იმიჯს, ისინი მხოლოდ ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვართ მომწიფებული ამგვარი აღიარებისთვის.  ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის დიალოგი საჭირო, არ არის საჭირო ლაპარაკი, ჩვენ აგრესიულად ვიქცევით, ზოგიერთისგან ხშირად გამიგია, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს აგრესიული. მე მჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკა მეგობრული უნდა იყოს, ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ მშვიდობიანი ქვეყანა ვართ და გვინდა ვიყოთ მეგობრული ყველა მეზობელთან.

როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საუბარი მეზობლებთან, მაშინ რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ სხვა ქვეყანები გაგვიგებენ თუკი ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მოლაპარაკება მეზობლებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს აფხაზეთი. თუ რამის მიღწევა გვინდა, ჯერ უნდა ვისაუბროთ, ვცადოთ დიალოგი, ჩავატაროთ ამ მხრივ გარკვეული სამუშაოები - ეს არის საგარეო პოლიტიკის უწყების ამოცანა.

გალის რაიონის მკვიდრთა პასპორტიზაცია - მათ ჯერ პასპორტები მისცეს, შემდეგ კი ეს პასპორტები ჩამოართვეს. როგორ აფასებთ ამ სიტუაციას და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაჭრას აფხაზეთმა ეს საკითხები გალის რეგიონში დღეს?

რთული სიტუაციაა. მე მესმის დამოკიდებულება გალის რაიონის მაცხოვრებლებისადმი აფხაზური მოქალაქეობის გაცემის შესახებ, რაც განპირობებული იყო იმით, რომ ამ ხალხს აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენ კი არ გვაქვს მოლაპარაკება საქართველოსთან ამ საკითხზე, ისე როგორც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს გაფორმებული ხელშეკრულება რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.

თუ დავიწყებთ იმის გარკვევას, თუ ვინ იყვნენ მათი წინაპრები ოდესღაც, ამით ჩვენ სიკეთეს ვერ მივიღებთ და ვერც ვერასოდეს გადავჭრით ამ საკითხს. ამავდროულად,  ჩვენ არ უნდა გვქონდეს დისტანცირების პოლიტიკა ამ ხალხისგან, რადგან ისინი აფხაზეთის მკვიდრი მკვიდრები არიან, აფხაზეთის ერთ – ერთი რეგიონი - სამურზაყანო, ამჟამად გალის რაიონი - და ჩვენ როგორმე უნდა გადავწყვიტოთ მათი მოქალაქეობის საკითხი. დღეს მათ აქვთ ბინადრობის ნებართვის უფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მათთვის შეურაცხმყოფელია, რადგან მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, მათი უმეტესობა ერთ დროს აფხაზები იყვნენ. მე არ ვარ ამ საქმეების განხილვის მომხრე, ზოგადად, რასობრივი მიდგომა მიუღებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში და მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, სადაც არის ასეთი შერეული მოსახლეობა, ასეთი თემა საერთოდ მიუღებელი უნდა იყოს. მეჩვენება, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მათი აფხაზეთის მოქალაქეობის საკითხი.

და როგორ უნდა გადავწყვიტოთ?

ახლა მე გეტყვით: დემოკრატიულ სამყაროში თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ნებისმიერი მოქალაქეობა, რომელიც გსურთ. თუ არ არსებობს ხელშეკრულება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რჩება სამხედრო სამსახურის ან ხმის მიცემის შესახებ კითხვები, სხვანაირად კი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობა.

ამიტომ, მხოლოდ იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ მათ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ არასწორია. ჩვენ არ უნდა გავუცხოვდეთ ამ ხალხისგან, უნდა ჩავრთოთ ისინი აფხაზურ საზოგადოებაში, ისინი უნდა იყვნენ ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები, რათა მათ მხარი დაუჭირონ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ისე რომ ისინი მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და მათ იგრძნონ, რომ აფხაზეთის მოქალაქეები არიან  და არა  დევნილები ამ ქვეყანაში.

სხვანაირად ჩვენ მხოლოდ "მეხუთე კოლონა" გვეყოლება ქვეყანაში - რაში გვჭირდება ეს? მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორი მიდგომაა, ყველა ადამიანი, ვინც ცხოვრობს ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე. მე არ ვგულისხმობ სტუმრებს, რომლებიც დროებით მოდიან ფულის საშოვნელად, ვგულისხმობ მათ, ვისი წინაპრები აქ დაიბადნენ, რომლებიც თვითონ აქ დაიბადნენ, ცხოვრობენ და მუშაობენ - ისინი უნდა იყვნენ სახელმწიფოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და ჩვენთან ერთად უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ სახელმწიფოს მშენებლობაში.“

ამ ინტერვიუს დაემთხვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნა საქართველოში; იმედია, ქალბატონი მინისტრი იგივე საკითხებზე საქართველოს ოფიციალურ პოზიციის უახლოეს პერიოდში დააფიქსირებს.

ვუთხრათ ჩვენც  - დაგინახეთ, გავიგეთ, პრინციპში მზად ვართ - ჩავატარებთ არჩევნებს და დავიწყოთ საუბარი.  პარალელურად თუ „შლაინინგი - 2“- ს დავაანონსებთ, ხომ მთლად უკეთესი.

ბურთი ახლა ჩვენს მოედანზეა და ვნახოთ რას იზამს საქართველოს სახელმწიფო.

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.