USD 2.7523
EUR 3.1274
RUB 3.3392
Tbilisi
სერგეი შამბა - ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, რადგან საქართველო ამაზე თავად არ წამოვა.
Date:  887

ახლა მეჩვენება, რომ საქართველოში ხალხს კიდევ უფრო ნაკლებად აქვს კომპრომისზე წასვლის უნარი, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ სერგეი შამბამ „სპუტნიკთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა არ იცვლება ქართულ პოლიტიკურ ელიტაში 90-იანი წლებიდან, ანუ იმ დროიდან რაც შამბა პოლიტიკაშია და სხვადასხვა „თანამდებობა“ უკავია, ე.წ. „უშიშროების საბჭოს მდივანმა“ უპასუხა:

„დიახ, ამ წლების განმავლობაში მე კავშირი მქონდა რუსეთისა და საქართველოს ბევრ ცნობილ პოლიტიკურ ლიდერთან, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პოლიტიკოსებთან. თუ საქართველოზე ვსაუბრობთ, დიახ, ჩვენ ხშირად გვქონდა ხისტი მოლაპარაკებები. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოლაპარაკებების შემდეგ საკმაოდ ნორმალურად გვისაუბრია, შევსულვართ სადღაც ყავაზე ან დასალევად, თუმცა, ყოველთვის ისინი საკუთარ ინტერესებს, ჩვენ კი, ჩვენს ინტერესებს ვიცავდით. ახლა მეჩვენება, რომ საქართველოში ხალხს კიდევ უფრო ნაკლებად აქვს კომპრომისზე წასვლის უნარი".

მისივე თქმით, ესმის ისიც, რომ საზოგადოებაში არსებობს განწყობა აფხაზეთთან ურთიერთობების შეცვლასთან დაკავშირებით.

„ცოტა ხნის წინ წავიკითხე განცხადება, რომელიც საქართველოს ცნობილმა მოღვაწეებმა გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთთან ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. ვფიქრობ, ამ პროცესს მაინც აქვს პერსპექტივა, თუმცა ის გრძელვადიანია. ოდესმე სიტუაციის რეალური შეფასების მომენტი დადგება და შესაძლებელი იქნება ზოგიერთი საკითხის მოგვარება, რომლებიც საერთო ინტერესებშია,“- აღნიშნა შამბამ.

შამბას შეკითხვა „ქართულ მხარესთან“ სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მის სიტყვებს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ.

„ბოლო დროს ჩემს სიტყვებს ამახინჯებენ, რომ თითქოს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები მსურს. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება, რადგან საქართველო ამაზე თავად არ წამოვა. სავაჭრო ურთიერთობების ლეგალიზებისთვის საჭიროა სახელმწიფოთაშორისო დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც საქართველო არ მოაწერს ხელს. ვხედავთ, რომ ჟენევაში ათ წელზე მეტია ვცდილობთ ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების გაფორმებას, რადგან ისინი ამას განიხილავენ როგორც სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებას.

მე ვსაუბრობდი არა იმაზე, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები დავამყაროთ, არამედ იმაზე, რომ ის საქონელი, რომელიც კონტრაბანდის გზით შემოდის აფხაზეთში, დაიბეგროს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში შევა,“- აღნიშნა შამბამ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way